ქართველი ფემინისტები გინების წინააღმდეგ გამოდიან

5,489 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 27 მარტი – “ქალური ლოგიკის” დასახურად გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ქართველი ფემინისტები ფართომასშტაბიან კამპანიაზე გადადიან და მიზნად მენტალურ რევოლუციას ისახავენ.

ორგანიზაცია “ქალები დღეს"-ის წარმომადგენელი ქეთევან მარტვილელი აცხადებს, რომ ქართული სექსიზმის კერა და მთავარი სტიმულატორი არის გინება და დაგინება.
“ეს არის ქალის სექსუალური ექსპლუატაციის ძალიან ნათელი ნიმუში.” – დასძენს მარტვილელი. მისივე განცხადებით ვერბალური სექსუალური ექსპლუატაცია იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს გონებაზე, რომ მამაკაცები თანდათან, უნებლიედ, ეჩვევიან იმ ფაქტს, რომ მათ ქალები ნებისმიერ რამეში შეიძლება გამოიყენონ. “ეს არის უაპელაციო ძალადობა ქალთა სქესზე, როდესაც მამრები დისტანციურადაც კი ახერხებენ ძალადობას” – ამბობს ქალბატონი ქეთევანი.

პრობლემის გადასაჭრელად ორგანიზაცია პარლამენტში ახალ კანონს წარმოადგენს და ეცდება საკანონმდებლო ორგანოზე საზოგადოებრივი ზეწოლა მოახდინოს მის დასამტკიცებლად.

კანონის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაგინებას ან შეგინებას დააპირებს, გინების ადრესატს წინასწარ უნდა შეუთანხმდეს და მისგან წერილობითი ან ზეპირი ნებართვა მიიღოს ვერბალური სექსუალური აქტის ჩატარებაზე.

იმ შემთხვევაში თუ დამგინებელი/შემგინებელი უნებართვოდ მოახდენს “დედის” პირადი სივრცის დარღვევას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება დისტანციური ძალადობის მუხლით.

"ჰო" - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

კანონპროექტზე უკვე მუშაობს ექსპერტთა და ფემინისტთა ჯგუფი და მისი პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში აპრილის ბოლოს იგეგმება.

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია “ქალები დღეს” გინება/დაგინებაში მამების ჩართვასაც ითხოვს.

კომენტარები