კორონავირუსის გამო სამება დისტანციურ რეჟიმზე გადადის

12,996 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, თითქმის პროპორციული 2020

ბასიანის, ხიდის და ღამის ეკონომიკის შემდეგ, ახლა უკვე სამებაც დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ამის შესახებ ტაძრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, რომელსაც ჩიტი უცვლელად გთავაზობთ:

“მართლმადიდებელო დებო და ძმებო, მიუხედავად იმისა, რომ უფალი მეფობს, კორონავირუსს არ სძინავს. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე და ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით მოგახსენებთ, რომ კვირას, 15 მარტს, სამებაში დაგეგმილი წირვა-ლოცვის ღონისძიება ჩატარდება მხოლოდ ონლაინ, ვებგვერდზე: sameba.ge

ასევე მოვუწოდებთ სხვა ტაძრებსაც, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, და დაგეგმილი ღონისძიებები ჩაატარონ მხოლოდ ციფრულ რეჟიმში. იმ ეკლესიებში კი, სადაც ჯერ ინტერნეტი არ არის შეყვანილი, კურთხევა გაქვთ, დროებით შეაჩეროთ წირვის აღვლენა. მონასტრებს კი ეძლევათ კურთხევა თვითიზოლაციაში დარჩენის თაობაზე” - ნათქვამია განცხადებაში. 

ჩვენი რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და სრულად პროპორციულ არჩევნებს.

 

კომენტარები