ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ნუსხას კიდევ ერთი წევრი შემატა და მეზობელი სომხეთი ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად სცნო.
როგორც კულტუროლოგებმა ჩიტთან საუბარში განმარტეს, სომხეთი ხშირად ედავება ქართველებს ღვინის, ხაჭაპურის, მწვადის და სხვა მნიშვნელოვანი რაღაცების სამშობლოს სტატუსში, რაც ქართველებს ნერვებს უშლით.
"სომხეთის ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად ცნობა გამოიწვევს იმას, რომ რაც არ უნდა მიითვისონ, მაინც ჩვენი იქნება," განაცხადა ქართველი კულტურის ნამდვილმა მოამაგემ და დამცველმა გიორგი თავკერძაშვილმა.
სომხეთის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც ჩიტს ერევნის კულუარებიდან აცნობეს, სომხეთი გადარეულია.