დიდგორის ველი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა

7,608 ნახვა 1 სგ
1 სგ

საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც ამ ბოლო დროს მიწების ნაკლებობას განიცდის, რადგან ჩინელებმა და ინდოელებმა ქართული მიწა მთლიანად აითვისეს, მანგლისის მახლობლად მდებარე ისტორიული დიდგორის ველი გადაეცემა.

ველი, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, კულტურულ ძეგლად არ გადაკეთდება. საქართველოს ეკლესიას ამ მიწასთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს.

კულუარული ინფორმაციით, საპატრიარქო დიდგორის ველზე რეგიონში ყველაზე მსხვილი ღამის კლუბის გახსნას გეგმავს, რომელიც, მათი თქმით, სხვა უწმინდურ კლუბებს გაუწევს კონკურენციას. კონკურენციაში, ცხადია სულიერი ბრძოლა იგულისხმება და არა კომერციული - თუმცა კლუბში შესვლა უფასო არ იქნება.

„საპატრიარქოს კერძო ბიზნესისთვის კონკურენციის გაწევის მრავალწლოვანი გამოცდილება აქვს“, განაცხადა საპატრიარქოსთან არსებული რასიზმის, სექსიზმის და ჰომოფობიის დეპარტამენტის, ე.წ. შავი სიჩუმის მოძრაობის წარმომადგენელმა.

კლუბში სპეციალური ლაითრუმებიც დამონტაჟდება, რომლებშიც დაღლილი მორწმუნეები შევლენ, ილოცებენ და ისევ განაგრძობენ ღვთისნიერად როკვას.

Didg2 საშობაო მარხვის დასრულებისთანავე გაიხსნება და წინასწარი ინფორმაციით მასში ოპიუმი მასებზე უპრობლემოდ გაიყიდება. გახსნაზე Didg2-ში მამა სერაფიმე იგალობებს.  

კლუბში შესვლა ყველასთვის ღია არ იქნება. Didg2-ის მესვეურები კანუდოსისა და გენერატორის ინიციატივას უერთდებიან  და დაწესებულებაში შესვლა მხოლოდ ნათლობის მოწმობით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები