საპატრიარქო ცოლებს თავების დახოცვისკენ მოუწოდებს

11,503 ნახვა 3 სგ
3 სგ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ, როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია და ქმრების მიერ ცოლთა მკვლელობის ფაქტებს გამოეხმაურა.

ერის სულიერი ლიდერების სავანიდან გამოსულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ საპატრიარქო გმობს საქართველოში გავრცელებულ ახალ "ტრენდს", რომელიც კაცების მიერ ქალების კვლაში გამოიხატება. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ეს სენი დასავლური კულტურული ექსპანსიისა და თავსმოხვეული გენდერული თანასწორობის ბრალია, რომელიც ქართველი მამაკაცების სულების განადგურებას ისახავს მიზნად.

განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჩვენ ვიცით, რომ ქართველ მამაკაცთა ხორცის გასახრწნელად, დასავლეთიდან ხშირად შემოაქვთ ელგებეტე და სხვა სახის გარყვნილებები. აღნიშნული კამპანიებით, ქართველ მამაკაცებს ხრწნიან. საბედნიეროდ ამ მეთოდით ქართველთა მხოლოდ მცირე ნაწილი წაიბილწა, ამიტომ გაწბილებულმა დასავლელებმა საქართველოს მოუვლინეს ახალი სენი - გენდერული თანასწორობა. უახლოეს წარსულში, ამ ფრონტის გააქტიურებამ გამოიწვია ქალთა სწრაფვა ჩამოშორდნენ თავს - ანუ მამაკაცს. სადმე გინახიათ ცალკე მოსიარულე კისერი?"

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ქალების სურვილი თავი დააღწიონ არასასურველ სიტუაციებს განაპირობებს მამაკაცების პროვოცირებას, რაც ფატალური შედეგით სრულდება. მკვლელი მამაკაცები კი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიან, ხოლო მოკლული ქალები, ხშირად, სამოთხეში. ეს კი, დასავლეთის მზაკვრული გეგმაა, რომ თავიანთ სამოთხეებში ქართველი ქალები უპატრონოდ იყვნენ. 

"ჩვენი თხოვნაა, რომ ნუ გაეცლებით ოჯახს, ნუ გამოხატავთ პრეტენზიას, იყავით მორჩილი და ნუ მოუშლით ქმრებს ნერვებს", ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. "ხოლო თუ მაინც გადაწყვეტთ ემანსიპაციის გზაზე დადგომას ან თქვენი ქმარი პათოლოგიურად ეჭვიანი და საბაბის გარეშე გაგიჭედავთ და შეატყობთ, რომ მოკვლას გიპირებთ, გეძლევათ კურთხევა მაშინვე მოიკლათ თავი."

თვითმკლველობა მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ქართველი მამაკაცების კვოტა ჯოჯოხეთში უკვე შევსებულია და გეენაში დანთქმულებს, კბილთ მოღრჭენეთ და უკუნისამდე მოკვნესეებს გვერდით ქართველი ქალები სჭირდებათ.

"თუ ცოლი თავს მოიკლავს, ქმარი ავტომატურად ვეღარ ჩაიდენს დანაშაულს და ცოდვას, მიხვდება თავის შეცდომას, ჩავარდება სინანულში ილოცებს და ქართველ მამაკაცთა სულების ექსპორტი სამოთხეში საგრძნობლად გაიზრდება". განმარტავენ ორთაჭალაში.

სამღვდელოების აზრით, თვითმკვლელი ქალების მიმართ საზოგადოებაც უფრო შემწყნარებელი იქნება და "ღირსი იყო" ნაცვლად, ყველა "უი, ჩემი სიკვდილიო" იტყვის.

კომენტარები