ბიძინა ივანიშვილს თავისი კლონის შექმნა 9 მილიონი უჯდება

4,949 ნახვა 4 სგ
4 სგ

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრი და მთავარი პუბლიცისტი ბიძინა ივანიშვილი თავის კლონს ქმნის. 

ივანიშვილმა უკვე დაიწყო კლონირების ფაბრიკის გლდანში შენება, რომელიც მას 9 მილიონი ლარი უჯდება და სავარაუდოდ სექტემბერში ჩაეშვება ექსპლუატაციაში. რაც შეეხება კლონის შექმნას, ამას ერთი თვე დასჭირდება და ბიძინა ივანიშვილს ახალ წერილს მოუსწრებს. 

ივანიშვილის მხრიდან კლონის შექმნის საჭიროებაზე ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა ჩიტმა ოლიგარქული კულუარებიდან მაინც მოიპოვა ექსკლუზიური ცნობა. 

ჩვენი ანონიმური წყარო აცხადებს, რომ საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიერ მისი წერილის დაკიდების შემდეგ, ივანიშვილი მოწყენილი ყოფილა. სანუგეშებლად და ხასიათის გამოსაკეთებლად ქალბატონ ეკას ბიძინისთვის მიუმართავს და უთქვამს, "ნეტა ორი იყო, ისეთი კარგი ხარო." 

ჩვენი ინფორმაციით, ამ დროს ივანიშვილს თვალები გაბრწყინებია და კლონის შექმნის იდეა უშვია. გარდა მისი სიკარგისა, კლონის გაკეთებას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ივანიშვილი თავისი ახალი წერილების გამოქვეყნებას აღარ აპირებს, მისი პუბლიცისტიკის გაცნობის საშუალება მხოლოდ მის კლონს ერგება პატივად. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აღარ შეგვცემს. 

მას, ასევე აღარ დასჭირდება ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორებიცაა:

  • ნახესთ, რა კარგად გიპასუხოსთ.
  • ნახესთ, როგორი კარგი არგუმენტი მოგცესთ.
  • ნახესთ, როგორ კარგად ვიხუმრე, წარმატებით 

და ა.შ. 

ამ ფრაზებს ივანიშვილს თავისი კლონი ეტყვის ხოლმე და კმაყოფილს დატოვებს. 

ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს კლონის შექმნამდე კვლავ ქართული ოცნების წევრები, თინა ხიდაშელი და ივანიშვილის ფანები გააგრძელებენ. როგორც ჩიტს, ოლიგარქულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილი ბოლომდე კმაყოფილი არ არის თავისი მხარდამჭერების დითირამბებით და მათში ფულის გადახდას ურჩევნია 9 მილიონი გადაიხადოს და ნამდვილი მხარდამჭერი და პარტნიორი შეიძინოს.

კომენტარები