ნაციონალური მოძრაობა აქციაზე "არა გაზპრომს" დავით ნარინის ოქროს ურდოში წასვლასაც გააპროტესტებს.

4,539 ნახვა 1 სგ
1 სგ

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ხვალ დაგეგმილი აქციის "არა გაზპრომს" დეტალები განმარტა.

როგორც სერგო რატიანმა თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ აქცია სახელწოდებით "არა გაზპრომს" 14:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ეს იქნება სიმბოლური ჯაჭვი, რომელიც მოეწყობა მთავრობის ადმინისტრაციასთან და გაკეთდება ჯაჭვი დაწყებული მთავრობის ადმინისტრაციიდან, დამთავრდებული იქვე მდებარე კაფე "ამო რამესთან". 

კომენტარები