ლევან ვასაძე გია ჯაჯანიძის შოუში კასტრაციას გაიკეთებს

13,491 ნახვა 6 სგ
6 სგ

ცნობილი ქართველი რაინდი და საიდუმლო ორგანიზაცია "ტრაკის დარაჯების" დამფუძნებელი ლევან ვასაძე საზოგადოების ასექსუალიზაციის კამპანიას იწყებს და ამ საქმისთვის თავისი კვერცხების შეწირვას აპირებს. 

გადაწყვეტილების შესახებ ვასაძემ დღეს, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"მე და საზოგადოება არის საგანი, რომელიც უნდა გაიწმინდოს ყველანაირი სექსუალობისგან. აქედან უნდა დაიწყოს ერის ასექსუალიზაციაც. ჩემ მიერ დაარსებული სპერმის ბანკი უკვე სავსეა ნამდვილი ქართული სპერმით, რომელშიც მთლიანად განადგურებულია გეი და ლიბერალი სპერმატოზოიდები, შესაბამისად ქართველებს აღარ გვჭირდება სათესლე ჯირკვლები."

რაინდისვე განცხადებით, ქართველებს აღარ გვჭირდება სექსი, ქალების დასაფეხმძიმებლად საკმარისია სპეციალურად შექმნილი რაინდული და განწმენდილი შპრიცები. 

"ყვერებს თუ დავიჭრით ყველა, გეებიც ვეღარ შეძლებენ სექსუალურ ურთიერთობებს და გადავრჩებით." დასძინა მან. 

ვასაძის კვერცხებს რუსი იუველრები ფაბერჟეს სტილში მორთავენ და მოაჩუქურთმებენ და ერთს კრემლში გამოდებენ, მეორეს ეროვნულ მუზეუმში. 

კასტრაციის რიტუალი ხუთშაბათს გაიმართება იმედის ეთერში. 

კომენტარები