ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც სპორტის ამ სახეობის განვითარება იგეგმება და ამისთვის 265 მილიონი ლარია გამოყოფილი, ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია და მისი პრეზენტაცია ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე დღეში იგეგმება.
ჩიტის საფხბურთო წყარომ, რომელიც ნიჭიერია, მაგრამ ვერ გაიქაჩა, იმიტომ რომ პატრონი არ ჰყავს, აღნიშნული პრეზენტაციის ერთ-ერთი ნაწილი მოიპოვა და მოგვაწოდა.
როგორც პროგრამის ნაკვესიდან ირკევევა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქართველი ფებურთის განვითარებას ქართველი ფეხბურთელების უნახავობის აღმოფხვრაში ხედავენ.
"იმისათვის, რომ ქართველი ფეხბურთელები თამაშზე კონცენტრირდნენ, ჩვენ უნდა დავუკმაყოფილოთ ბაბულიზმური მისწრაფებები და ყველა მათგანს დავურიგოთ BMW-ს რაც შეიძლება ახალი მოდელები. წინასწარი კვლევებით ირკვევა, რომ ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში კონცენტრირდებიან თამაშზე." ვკითხულობთ გეგმაში.
ჩიტმა საფეხბურთო კულუარებში ისიც გაარკვია, რომ BMW-ს ხარჯების შემდეგ ბიოუჯეტის მორჩენილი 10% ფეხბურთელების ონლაინ კრედიტების დაფარვას მოხმარდება, ხოლო თუ კიდე რამე დარჩა ყველას 10-10 ან 5-5 ლარი ჩაერიცხება ონლაინ კაზინოს ანგარიშებზე, რაღა მომქანცველი ვარჯიშების ფეხბურთელებმა შემდეგ განტვირთვა შეძლონ.