ხელოვნურ ნაძვის ხეებს მერია თბილისის გამწვანებისთვის გამოიყენებს

4,174 ნახვა 0 სგ
0 სგ

"ახალი წლების" ჩავლის შემდეგ თბილისის მერია მოსახლეობისგან ხელოვნური ნაძვის ხეების შესყიდვას აპირებს.

მეორად ნაძვის ხეებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ნაგვის ყუთებში ან შემდეგ წლამდე მუყაოს ყუთებში აღმოჩნდება ხოლმე, ნარმანიას უწყება დედაქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენებს. მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში დარგული ნახევარი მილიონი ხის დარგვის შემდეგ, ქალაქს საკმარისი ნერგები აღარ აქვს და ვიდრე ახალი ნერგები შესაბამის ზომასა და ასაკს მიაღწევს მათ ადგილებს აღნიშნული ნაძვის ხეებით შეავსებენ. 

"მართალია ეს ხეები ჟანგბადს არ გამოყოფენ, მაგრამ სამაგიეროდ ქალაქს მიეცემა მწვანე ფერი. რაც შექმნის ილუზიას, რომ ჩვენი ქალაქი ეკოლოგიურად სუფთაა და პლაცებოს ეფექტით ჩვენი მოქალაქეები ისუნთქებენ სუფთა ჰაერს." - განაცხადა ნარმანიამ. 

19 იანვრიდან, როდესაც ქართველები ტრადიციულად იღებენ და შლიან ნაძვის ხეებს, მერიის მობილური ჯგუფები სხვადასხვა უბნებში ივლიან და რუპორით გამოაცხადებენ, "ვიბარებთ, ძველ ნაძვის ხეებს!"  მერიაში იფუნქციონირებს ნაძვისხეების ჩაბარების პუნქტიც, სადაც მოქალაქეებს თავისი ნებით შეეძლებათ მისვლა და საახალწლო ნივთის ჩაბარება.

ნაძვის ხის სანაცვლოდ თბილისელები კომუნალური გადასახადებისა და დონატების ვაუჩერებს მიიღებენ. 

 

კომენტარები