ქართველი ბაბულიკები "დაეშის" ქართველ მებრძოლებს სტრელზე იბარებენ

20,513 ნახვა 10 სგ
10 სგ

რადიკალური ბაბულიზმის მიმდევარი ორგანიზაცია "ჯვაროსანთა ბრიგადა" ტერორისტული ორგანიზაცია "დაეშის" (ISIS) ქართველ მებრძოლებს პასუხობს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ისინი უერთდებიან მსოფლიო ბაბულიზმის კორიფეებს, რომლებმაც ტერორიზმთან ბრძოლა თავისი ინიციატივით დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ რამდენმე დღის წინ კოლუმბიელმა მაფიოზებმა პარიზში რამდენიმე ტერორისტი 9 გრამით დაამძიმეს, ხოლო დღეს დილით იტალიელმა მაფიოზებმა ნიუ-იორკის მერს ბაზრის მოგვარებაში და თემის დალაგებაში დახმარება შესთავაზეს. 

"ჩვენ მსოფლიო ტენდენციებს არ ჩამოვრჩებით, ბაბუ!" განაცხადა რადიკალური ბაბულიზმის ფუძემდებელმა თორნიკ-თოკა ალ-ვაკელმა. 

ბაბულიკები რამდენიმე დღეში ვიდეო მიმართვასაც გაავრცელებენ, რომელსაც ფონად "Salil Sawarim"-ის (დაეშის ვიდეოების საუნდტრეკის) მინიმალ-ტექნო რემიქსი ედება. მიმართვაში ბაბულიკები სტრელის ზუსტ დროსა და ადგილს დაასახელებენ. 

"ჯერ დავებაზრებით და თუ ვერ გაიგეს მისაღებს მივაღებინებთ, შეიძლება ერთი ორიც წავადოთ, პატარა ბიჭები არიან და რაღაცა შეეშალათ, დავარიგებთ, ჭკუაზე მოვიყვანთ და ეგ იქნება, რა." განაცხადეს ბაბულიკებმა. 

"ჯვაროსანთა ბრიგადას" სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას ჰპირდება უხუცეს ბაბულიკთა გაერთიანება "90-იანების პლეადა." რომლის წარმომადგენლებმაც დღეს ტვიტერზე შემდეგი მესიჯი გამოაქვეყნეს: 

კომენტარები