სასწრაფოდ: ურთმელიძემ HBO-ს 100%-იანი წილი ხალვაშს დაუმტკიცა

7,196 ნახვა 1 სგ
1 სგ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ კიდევ ერთი თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო. თემიდას ქართველმა მსახურმა, ყველასგან დამოუკიდებლად, მხოლოდ თავის ალღოზე დაყრდნობით, კიდევ ერთ ტელევიზიას დაადო ყადაღა და მისი წილების 100%-ანი პაკეტი ქიბარ ხალვაშს გადასცა. 

გადაწყვეტილების ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის დასადასტურებლად, ურთმელიძეს ფატი ხალვაშის ფაქტორი მოჰყავს. როგორც მან ჩიტის პრეს-კლუბში განაცხადა, ახლა მას ვეღარ დასწამებენ ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებაზე. "ამბობდნენ, ფატი ხალვაში რომ პარლამენტის წევრია და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, მაგიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილებაო და ახლა რას იტყვით? ფატი არც ამერიკის სენატის წევრია და არც ტრამპის მეგობარი, მაგრამ HBO მის ძმას გადავეცი მაინც." - ზედმეტი თვითდაჯერებულობით აღსავსემ განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ისა და HBO-ს ხალვაშისთვის გადაცემის ფაქტები ძალიან წააგავს ერთმანეთს. როგორც ქართველი მედია ექსპერტები, ცხადია, ია ანთაძის და არჩილ გამზარდიას გამოკლებით, ვარაუდობენ, HBO-ს მეპატრონეთათვის ახევა GDS-ის გენერალური პროდიუსერის ჯაბა მელქაძის გამოსვლას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ მელქაძემ ერთად-ერთ კონკურენტად HBO დაასახელა, რითაც უმალ გააკოტრა ისეთი არხები, როგორებიცაა Showtime, CW, CBS, AMC და სხვ. რადგან მათი მეპატრონეები იმდენად გამოყლევდნენ ამ განცხადების შედეგად, რომ GDS-ის სანახავად მაივიდეო.გე-ზე უცხოელებისათვის განკუთვნილ სტრიმინგის სერვისში მთელი წლის ბიუჯეტი მიათხლიშეს. ამ ფინანსურ კოლაფსს მხოლოდ HBO გადაურჩა, რადგან ვარაუდობენ, რომ ამ ტელვიზიის მეპატრონებს უფრო მდიდარი მამა ჰყავთ და გაქაჩეს. 

ჩიტის ნიუ-იორკის ბიუროს კორესპოდენტი იუწყება, რომ HBO-ს ოფისთან არც კონცერტია, არც აქცია და სულაც ძალიან სიმშვიდეა, რადგან როგორც აღმოჩნდა HBO-შიც სულ ყლეზე ჰკიდიათ ურთმელიძის გადაყვეტილება.

კომენტარები