ცნობილი ლეგენდის გმირმა მენაყინემ, რომელმაც ბავშვობაში ბიძინა ივანიშვილს უფასოდ მისცა ნაყინი, ხოლო წლების მერე მილიარდელისგან საჩუქრად ნივა მიიღო, ნაჩუქარი მანქანა გაყიდა და ბინის ქირა გადაიხადა და ბანკის ამ თვის შესატანი შეიტანა.
როგორც მენაყინემ ჩიტთან საუბარში აღნიშნა, დოლარის კურსი და ქართული ოცნების 3 წლიანი მმართველობა მის ჯიბეზე ძალიან ცუდად აისახა და ის იძულებული გახდა ძვირფასი ნივთი სასწრაფოდ გაეყიდა.
"ძვირფასი ეს ნივთი მოგონებების მხრივ არის, თორე ისე მხოლოდ ბინის ქირასა და ბანკის გადასახადზე მეყო." განაცხადა მენაყინემ. მისივე თქმით, მან არ იცის, რით უნდა გადაიხადოს შემდეგი თვის გადასახადები, რადგან გასაყიდი აღარაფერი დარჩა.
"აღარც ნაყინი მაქვს, რომ ვინმე ბავშვში ჩავაინვესტირო, თანაც ძალიან გრძელვადიანი გეგმაც არ მაწყობს." დასძინა მან.
მენაყინემ შემორჩენილი 50 თეთრით ერთი ნაყინი იყიდა და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დგას, იმ იმედით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ოდესმე გამოვა, ნაყინს იჩუქებს და სამაგიეროდ ბავშვობის გმირს ახალ ნივას გადასცემს. თუმცა, როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი ამჟამად სოფელ-სოფელ დადის და 5-5 მილიონ დოლარს არიგებს.