ქუთაისის საკრებულოს წევრებმა UEFA-ს თასებით განსხვავებული დალიეს

4,792 ნახვა 0 სგ
0 სგ

UEFA-ს სუპერ თასის გათამაშების თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სუპერ თასები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს. 

გუშინ თასები ქუთაისში ჩაიტანეს და ადგილობრივ გულშემატკივარს საშუალება მიეცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები საკუთარი თვალით ენახათ. 

საფეხბურთო ზეიმი თასების გამოფენით არ დასრულებულა. 

მას შემდეგ რაც, ჯილდოები ქუთაისის საკრებულოს საწყობში გადაიტანეს, სტუმრები და დეპუტატები საქეიფოდ ერთ-ერთ რესტორანში საქეიფოდ წავიდნენ. სუფრის მიმდინარეობისას კარგად შემთვრალმა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც სუფრის თამადა გახლდათ, განსხვავებული სასმისი მოითხოვა. 

როგორც თვითმხილველები ჩიტთან საუბარში აცხადებენ, თამადამ სამი სადღეგრძელოს დალევა გადაწყვიტა. 

"ქართული ფეხბურთის აღორძინების სადღეგრძელო - ჩემპიონთა ლიგის, ქართული ფეხბურთის ევროპულ საფეხბურთო ოჯახში ინტეგრაციის - ევროპა ლიგის, ხოლო 1981 წლის 13 მაისი სადღეგრძელო სუპერ თასით დალია." განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

თამადის ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ საკრებულოს სხვა წევრები. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხიარულ ტალღაზე მყოფმა ოცნებისა და ნაციონალების დეპუტატებმა თასებით ვახტანგურის დალევაც გადაწყვიტეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ რომელ პარტიას რომელი თასი უნდა დაეჭირა. ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ როგორც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, მათ ჩემპიონთა ლიგის თასი ეკუთვნოდათ, რადგან ის ყველა დანარჩენ თასზე პრესტიჟულია. საბოლოოდ დეპუტატებმა ვახტანგური კრამიტებით დალიეს და ევროპას და მათ თასებს დედის კავშირი, საბჭო და სასამართლო აგინეს, ხოლო UEFA-ს წარმომადგენლებს სულ იბიარდები და ეუთოები ეძახეს. 

კომენტარები