როგორც დღეს გახდა ცნობილი, თბილისს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ეწვევა.
სობიანინი დავით ნარმანიას მოწვევით ესტუმრება დედაქალაქს და წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ვიზიტი ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს დამთბარი ურთიერთობების საილუსტრაციოდ და ხალხთა შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ვიზიტის დროს თბილისის ოფიციალური გერბი შეიცვლება. გერბზე ორთავიანი ხოხობი იქნება გამოსახული, რომელიც ალუზიაა რუსეთის საიმპერიო, ორთავიან არწივზე.
"ეს ჩვეულებრივი სიმბოლიზმია!" განაცხადა ნარმანიამ. "ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი მზაობა და გახსნილობა ურთიერთობის კიდევ უფრო დათბობისკენ."
ნარმანიასვე თქმით, შესაძლებელია ორთავიანი ხოხობი თბილისის ახალ გერბად სობიანინის წასვლის შემდეგაც დარჩეს, რადგან ვიზუალურად და სიმბოლურად ძალიან ლამაზია.