დალაი ლამამ ჩინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

6,595 ნახვა 6 სგ
6 სგ

ტიბეტისა და ჩინეთის დიდი კედელის მთავარმა ლამამ, ჰონგ-კონგისა და ჯეკი ჩანის მიტროლამამ, უდალაილესმა და ულამესმა, უნირვანესმა და უკუნდუნესმა დალაი ლამამ, უცხოეთში მცხოვრებ ჩინელებს ჩინეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

სულიერი ლიდერის თქმით, სირცხვილია როცა ჩინელები საქართველოს მსგავს ქვეყნებში ჩადიან და იქაურ მიწასთან ერთად საკუთარი სულიერებასაც აფუჭებენ. 

"თქვე ოჯახ აშენებულებო!" განაცხადა ლამამ, "რაღა დუშეშთი და კახეთში მოგყავთ ნიორი და ლობიო, ჩინეთში ბრინჯი და ბამბუკი დაილია?" 

მისივე თქმით, ჩინელების უპასუხისმგებლო ემიგრაცია ქართველთა წახდომას უწყობს ხელს, რადგან ივერიის ერის შვილებს საკუთარ სამშობლოში ადგილი არ რჩებათ და იძულებულები არიან უცხოეთში გადაიხვეწონ. 

"ჩვენ რო მილიარდ ნახევარი ვართ, მასე კი არაა მანდაც? ეგენი არიან 3 მილიონი. 3 მილიონი მარტო ბიძაშვილები მყავს მე, გენაცვალე. დაანებეთ მაგ ხალხს თავი." განაცხადა მან. 

კომენტარები