გიორგი ნაკაშიძეს მიშა მესხი ამერიკაში დარჩა

39,867 ნახვა 9 სგ
9 სგ

ოსკარით დაჯილდოების 87-ე ცერემონიის შემდეგ, ქართველი მსახიობები პირდაპირ უნდა გამოფრენილიყვნენ საქართველოში. თბილისის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო ნათესავები ელოდებოდნენ. თუმცა, საქართველოში მხოლოდ გიორგი ნაკაშიძე დაბრუნდა. 

"ოსკარების მერე ეგრევე მოვფრინავდით რა, და ჩავალაგეთ და ეს ჩემოდნებს ხო არ ვათრევდით, იქვე დავტოვეთ დოლბის უკანა შესასვლელთან არის მაღაზია და იმის გამყიდველს დავუტოვეთ, მერე შევედით ცერემონიაზე, ისა, ესა და რო მორჩა, ეგრევე გამოვფრინდით, ძაან გვიან, სადღაც სტამბულში ვიყავით უკვე რო აღმოვაჩინე - მესხი არ მქონდა" - ჰყვება ნაკაშიძე ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სტამბულში აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე, ია სუხიტაშვილი სასწრაფოდ დაუკავშირდა საქართველოს კონსულს და დახმარება სთხოვა. კონსული იას დახმარებას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონი გამორთო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ და რა ვითარებაში დარჩა მიშა მესხი ამერიკაში. უახლოეს ცნობებს ჩიტი მოპოვებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარები