13 დეპუტატის საფეხბურთო შედეგი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს

3,741 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქუთაისი - საქართველოს პარლამნტის 13 წევრი თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა. აღნიშნული ფაქტის გამო პარლამენტის სხდომები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაიშლება. ქართველ პარლამენტართა გუნდი მეზობელ ქვეყანაში გამართულ საპარალამენტო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და თურქეთის, უნგრეთისა და პოლონეთის კანონმდებელთა გუნდებს დაუპირისპირდებიან. 

საპარლამენტო გუნდში 11 მოთამაშე მმართველი გუნდიდანაა, ხოლო 2 თავისუფალი დემოკრატების წევრია. ერთიანი ნაციონალური მოძღაობის წევრები გუნდში ვერ მოხვდნენ, რადგან პარლამენტართა აზრით ეგენი ჭინჭყლები არიან და თანაც შეიძლება თამაშის დროს უცხოელ კოლეგებს ტყუილები უთხრან და ეს სპორტული ზეიმი თავიანთი სიცრუის მანქანის ასამუშავებლად გამოიყენონ. 

"მაგათ ეყოთ რაც ითამაშეს მთელი 9 წელი!" აცხადებს რომელიღაც მსუქანი დეპუტატი, რომელსაც მეკარის პოზიცია შეტენეს. 

პარლამენტართა გუნდი საზოგადოებას აიმედებს, რომ აღნიშნული საფეხბურთო ტურნირი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს ერის ცხოვრებაში.

"ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ თუ მოვიგეთ ეს ტურნირი, მაშინ აუცილებლად გვეშველება, ხოლო თუ წავაგეთ - მაშინ ნაციონალების ბრალი იქნება ყველაფერი და ქვეყანა თავზე დაგვენგრევა!" - დასძინა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა. მისივე თქმით, ნაციონალების ჯინაზე და ქვეყნის წარმატებისთვის საზოგადოებამ გულხურვალედ უნდა უგულშემატკივროს პარლამენტართა გუნდს. 

კომენტარები