ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში ხვალიდან დაიცავს

4,962 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - პარიზის სოლიდარობის მარშიდან დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი შთაბეჭდილებების ქვეშაა და მისი გადაწყვეტილებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოშიც დაცული იქნება, ოღონდ ხვალიდან. 

პრემიერის განცხადებით, პარიზში ყოფნისას მას ნამუსმა შეაწუხა. "ძალიან შემაწუხა ნამუსმა და ეს ძალიან ძლიერი გრძნობაა. მე, იმ ბრძენმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა, მითხრა, რომ დადგებოდა ეს დრო და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი და ის მართალი აღმოჩნდა." ღარიბაშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს და თუ ფრანგ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, "ქართველებმა რაღა დააშავეს?" 

ღარიბაშვილის ნამუსის გამოღვიძება საპატრიარქოსთან "25 000 000"-ის დაწერისთვის დაკავებულ სტრიტ არტისტებს უკავშირდება. "შარლი ებდოს" ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პოლიციამ და რამდენიმე სასულიერო პირმა სტენსილის ავტორები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ჯიგრულად დაებაზრენ. 

"რა თქმა უნდა ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაციაა, ჩვენ ეს გოგონები არც დაგვიხოცავს და თან თუ საფრანგეთში ტერორისტები ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას - ჩვენთან სახელმწიფო აკეთებს იმავეს,  მაგრამ ხო ხვდებით, რო მივხვდი რო რაღაც ნიტოა, მაგრად გამიტყდა!" განაცხადა ღარიბაშვილმა ჩიტთან ექსკლუზიურ საუბარში. 

 

კომენტარები