ბათუმი - ბათუმის უმაღლესმა საბჭომ და კომისიამ, რომელიც ქალაქის ლოგოს შერჩევაზე მუშაობდა, ქალაქის ახალი სიმბოლო შეარჩიეს.
როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი ბათუმის ახალ ლოგოდ ონლაინ გამოკითხვაში 27-ე ადგილზე გასული ვარიანტი დამტკიცდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომისიის წევრები ლოგოში გამოხატულ სიმბოლიზმს უკავშირებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული შინაარსი პირდაპირ ბათუმურ მენტალიტეტსა და სულისკვეთებას გამოხატავს. თუმცა, არ აკონკრეტებენ თუ რა სიმბოლო დაინახეს შერჩეულ ვარიანტში.
ჩიტი ცნობილ ჰერალდიკოსს, ვაჟა ამირეჯიბს დაუკავშირდა და ლოგოს გაშიფრვა სთხოვა. როგორც ბატონმა ვაჟამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, აშკარაა, რომ ლოგო სტანისტთა და მასონთა - კერძოდ კი ტამპლიერთა ორდენის სიმბოლოს წააგავს. "პირველი რაც დავინახე ამ ლოგოში, იყო ბაფომეტი! დააკვირდით, ფრთები, რქები, ზუსტად ისეთივე პოზაა. ხოლო უბესთან თვითონ ბაფომეტს ასეთივე სიმბოლო უდევს!" ექსპერტის თქმით, საქართველოში ბოლო დროს მომძლავრებული მასონური ძალები უკვე ღია დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ და საქართველოს კარიბჭეს, ქალაქ ბათუმს თავისი დაღი დაასვეს.
ჩიტი ექსკლუზიურად გთავაზობთ ლოგოს გაშიფრვის ილუსტრაციას. დასკვნები თავად გამოიტანეთ.