
თბილისი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა სტრატეგიული გათვლაა და ქართულ ეკონომიკას ძალიან წაადგება.
"ეხა ჩვენ გვაქვს ბევრი დოლარი, ჰოდა, კურსი რო ავა 2-ზე მერე გადავახურდავებთ და გვექნება უფრო მეტი ლარი და მერე დავაგდებთ და ვიყიდით ისევ დოლას და გვექნება ბევრი ლარი და ბევრი დოლარი. ანუ ფაქტობრივად გავაორმაგებთ ჩვენს თანხებს." - დასძინა მან.
კულუარული ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა ბიძინა ივინაშვილის ანალიზში დაიბადა. როგორც ჩიტს ანონიმურმა სოლოლაკურმა წყარომ აცნობა, ივანიშვილი თავის 7 მილიარდს გადაახურდავებს, მერე ისევ გადმოახურდავებს და მორჩენილი თანხით ერს დაპირებულ 5-5 მილიონს დაურიგებს.
წყაროს თქმით, ამ ამბავში დაუჯერებელი არაფერია და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ქეთი დოლიძეს ჰკითხოთ.