ტარიელ სუარის განცხადებით მას ია ფარულავასთან ბიძინა ივანიშვილი დახვდა

26,217 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - ია ფარულავასთან ასოცირებული გენიალური მუსიკოს ტარიელ სუარი განცხადებას ავრცელებს. სუარმა საჯაროდ გამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში (რომელიც ყველა ვხვდებით, რომ ფეისბუქია * ავტ. შენ.) შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა.

გენიალური მუსიკოსის განცხადებით, მას და იას პატარა კონფლიქტი მოუვიდათ, რის შემდეგაც მან კარი გაიჯახუნა, თუმცა სახლში მალევე დაბრუნდა, რადგან შერიგება ჰქონდა განზრახული. "მივედი და რას ვხედავ, ზის ბიძინა და მეუბნება, ტარიელ, შენთან რაღაც კითხვებია და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ვინ დასვა ეს კაცი ამ ქვეყნანაში ყველაფრის მამიდად? გამაგებინეთ ხალხო!" - შეშფოთდა სუარი. მისივე თქმით, მან ჯიქურ დატოვა ფარულავას ბინა, "ბიძინასთან სალაპარაკოდ მე არ მივსულვარ იქ!" - დასძინა მან. 

სკანდალური დაშორებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად ია ფარულავასთან მეგობრობას აგრძელებს თეა წულუკიანი. 

კომენტარები