გაბრიელ ბერის ქუჩა სალოსური იქნება

11,004 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას წმინდა გაბრიელ ბერის სახელი ეწოდა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა.

საზოგადოების ფარისეველ ნაწილს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მოეწონა, ხოლო თეოლოგიურად განსწავლული და ჭკვიანი მამაოების მრევლის წევრები შეაშფოთა. საქმე ისაა, რომ სალოსობა თვისობრივად და არსობრივად ეწინააღმდეგება სახელისა და დიდების მოხვეჭის ცნებას. როგორც საეკლესიო ვებსაიტ ამბიონი.ჯი-ზეა განმარტებული, სალოსები საზოგადოების წინაშე თავს ისულელებენ, რათა თავიანთი ღვთისმოსავი და წმნიდა ცხოვრება დაფარონ, სწორედ ისე როგორც მოწოდებულია მათეს სახარებაში. ხოლო ასეთი ადამიანების გაღმერთება და კერპად ქცევა ამავე ადამიანების პრინციპებსა და რწმენას ეწინააღმდეგება. 

მრევლის რაციონალური ნაწილის განრისხების საპასუხოდ, საკრებულომ ქუჩასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა გამოიჩინა. დედაქალაქის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქუჩაზე ყველაფერი "სულელურად" ანუ სალოსურად იქნება, შუქნიშნები ერთდროულად აინთება მწვანედ და წითლად ყველა მიმართულებისთვის. "იამკები" არ შეკეთდება, ხოლო წესების არდარღვევის (!) შემთხვევაში პატრული 500 ლარით დაგაჯარიმებთ. 

ინიციატივის ფარგლებში ქუჩის მაცხოვრებლების კომუნალური მომსახურების პირობებიც შეიცვლება, გაბრიელ ბერის ქუჩის მაცხოვრებლები ამიერიდან წყალს გაზის მილებიდან მიიღებენ, ხოლო გაზს - ონკანებიდან. ელექტრო ენერგია კი მაღალი ძაბვით იქნება გადაცემული, რაც ყველა ტექნიკისა და ნათურის გადაწვას გამოიწვევს. 

საკრებულოს ღვითისმოსავი და ღვთისმოშიში წევრების თქმით, ეს თავად ქუჩის მაცხოვრებლებს აქცევს სალოსებად, ისინი დამდაბლდებიან ღმერთის თვალში და გარანტირებულად მიიღებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. 

კომენტარები