რიგით საჯარო მოხელეს სულ ყლეზე კიდია ვინ წავა დავოსში

8,544 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - რიგითი საჯარო მოხელე, რომელიც დილის 9 საათიდან მუშაობს და ნერვები წესრიგში არ აქვს გულგრილობით ეკიდება პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ქიშპობის საკითხს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველ პირთა კიდევ ერთი დაპირისპირება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წასვლის საკითხზე წარმოიშვა. 

"სულ ყლეზე მკიდია, მოსტყვნიათ პატრონი!" - განცხადა გიორგი მებურიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც მან სამთავრობო ვიზიტების მიმართ საჯარო მოხელეთა დამოკიდებულების თემასთან დაკავშირებით ჩიტის პრეს კლუბში გამართა. აღნიშნული განცხადების შემდეგ საჯარო მოხელე თავის სამსახურში დაბრუნდა და მუშაობა გააგრძელა. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მან დღეს სახლიდან წამოღებული ოლივიეს სალათის შეჭმა ვერ მოახერხა, რადგან შესვენებისათვის განკუთვნილი დრო უმნიშვნელოვანესი განცხადების გაკეთებას დაუთმო, ხოლო როგორც პატიოსანი საჯარო მოხელე - ის უარს ამბობს საკუთარი თავისთვის დამატებითი 15 წუთის გამოყოფაზე. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა მებურიშვილი პრეზიდენტისა და პრემიერის დაკიდების პროცესს და იქნება თუ არა მისი გულგრილობა მუდმივი. 

კომენტარები