Apple-მა ალექსანდრე ჭიკაიძესთან კონტრაქტი გააფორმა

18,521 ნახვა 5 სგ
5 სგ

კუპერტინო - მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა კორპორაცია Apple-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან კონრაქტი გააფორმა. Apple-ის ოფიციალური საიტის ცნობით, კომპანია ჭიკაიძით მისი გამინისტრების შემდეგ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის შედეგად დაინტერესდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შს მინისტრთან ერთად განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია 9 სექტემბერს მოხდება, ეფლის სხვა პროექტებთან ერთად. პროექტს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი წარადგენს. 

ინფორმაციის მკაცრად გასაიდუმლოების მიუხედავად, ჩიტმა სანდრო წყაროს მეშვეობით პირველი ცნობები მოიპოვა. როგორც ჩვენს კორესპონდენტს ჩინეთში მდებარე Apple-ის ქარხნების კულუარებიდან აცნობეს, ალექსანდრე ჭიკაიძე iPhone 6-ისთვის განკუთვნილი ახალი ხმოვანი ტექნოლოგიის Siri 2.0-ის გასახმოვანებლად დაიქირავეს. 

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქართული ოცნების წევრები, რომლებმაც უწყებათაშორისი კომისია შექმნეს და თინათინ ხიდაშელის მეთაურობით ერთად დაელოდებიან 9 სექტემბრის ივენთს, რომელზეც ცხადი გახდება არის თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე Siri 2.0.

კომენტარები