სამარშრუტო ტაქსებს შამპუნიანი წყლით გაგრილების სისტემა დაემატა

7,021 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე თბილისის მიკროავტობუსის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ თქვა, ე.წ. "ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში" უკვე დამონტაჟდა შამპუნიანი წყლით გაგრილების სისტემა. მისი განცხადებით, ეს სისტემა სხვადასხვა კაფეებსა თუ ბარებში უკვე გვხვდება. ლაპარაკია დაჩვრეტილ "ტრუბებზე", რომელიც წყალს გამოყოფს და მოსახლეობას აგრილებს.

"ეს მეთოდი განვითარებულ ქვეყნებში ფართოდაა აპრობირებული" - განაცხადა ასანიძემ.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა, ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა შუაშია შამპუნი, დავით ასანიძემ ასეთი პასუხი გასცა: "თავიდან განხლვა მხოლოდ წყლით გაგრილების სისტემაზე იყო, მაგრამ ვგრძნობდით რომ რაღაც აკლდა ამ სისტემას, ჩვენ დავუმატეთ შამპუნი, რომელიც თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოც არის, ამიტომ ყოველდღიურად ისი გამოყენება შეიძლება. უკვე დასრულდა მოლაპარაკევა შამპუნის კომპანიასთან, კომპანიის სახელს ახლა ვერ გეტყვით, რეკლამა გამომივა (იღიმის ავტ. შ.) გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი იქნება ძალიან კომფორტული მგზავრებისათვის, ასევე გადაჭრის უსიამოვნო სუნის პრობლემას. შაბათ დღეს შეიძლება საჩუქრად ე.წ. "ღრუბლებიც" დარიგდეს. ჩვენ ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას. გეხსომებათ უწმინდესის ნათქვამი, ერს რომ მოგვიწოდა შაბათობით გვებანავა. ეს ამბავი შეიძლება ზოგიერთს სახუმაროდ მოეჩვენოს, სახალისოსთან ერთად, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ლაპარაკია უფრო ორთქლზე, ვიდრე წვეთებზე, ამიტომ ჩასვლისას მგზავრის თმა სველი არ იქნება, ასე რომ მენინგიტის საშიშროება არ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს" - აცხადებს ასანიძე

კომენტარები