მიწა ძვრას უარჰყოფს

4,729 ნახვა 0 სგ
0 სგ

მზის სისტემა - პლანეტა დედამიწა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. დღეს, სატურნის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე მრავალჭირნახულმა პლანეტამ სპეციალური პრესკონფერენცია საქართველოში დაანონსებულ მიწისძვრას მიუძღვნა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის ტელეფონებზე იგზავნება მესიჯი, რომლის მიხედვითაც, კაზანტიპის ფესტივალის ჩატარების შემთხვევაში საქართველოში მიწისძვრა მოხდება, რის შედეგადაც დაინგრევა ენგურჰესი და წალეკავს მთელს სანაპიროს, მათ შორის გარყვნილებსა და "თახსირებს." 

აღნიშნულ ინფორმაციას სასტიკად უარჰყოფს დედამიწა. მისი თქმით, ის არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს თავისი მოსახლეობის გართობის გამო მოკვდინებას, მითუმეტეს კი მსგავსი ხოცვა-ჟლეტვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია. "თქვენგან, ადამიანებისგან განსხვავებით მე არ შემიძლია წინასწარ ვიღაცის მოკლვის დადგეგმვა. ეს ჩემგან დამოუკიდებელი პროცესების გამო ხდება, ან ისევ და ისევ თქვენს გამო. თორე ვინმეს დახოცვა რო შემძლებოდა და მდომოდა გაცილებდით ადრე აღგგავდით პირისაგან ჩემისა." დასძინა დედამიწამ და მუდამ მის თანმხლებ მთვარეს გადახედა, რომელიც კულუარული ინფორმაციით დედამიწას იმიტომ არ შორდება, რომ ეს უკანასკნელი შიზოიდია და შეიძლება დაშორების შემდეგ თავისი ცხოვრებისეული თანამგზავრი მოკლას. 

"ეს არის გაუნათლებლობის ბრალი." ამბობს პლანეტა. "ტექტონიკური ფილების მოქმედება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. მე რასაც ვუყურებ ჯერ მშვიდად არიან. ეგენი კიდე არაპოგნოზირებადები არიან და სპეკულაციებს თავი დაანებეთ, თუ შეიძლება." დასძინა მან. ბრიფინგის მსლველობისას დედამიწამ ვიღაც-ვიღაცეებს ჯერ ჯიპებიდან ჩამოსვლა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მერე ლაპარაკისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ზოგ ზოგიერთ მორაინდო და მომორალისტო ჯგუფებს ფეხქვეშ როგორ არ ეცლება თვითონაც უკვირს. 

კომენტარები