მაჩო კულტურის წარმომადგენელმა ზებრაზე გზა დაუთმო მოხუც ქალს

8,436 ნახვა 6 სგ
6 სგ

თბილისი - მაჩო კულტურის წარმომადგენელი, რომელსაც დილით სამსახურში ეჩქარებოდა გაოცებას ვერ მალავს საკუთარი საქციელის გამო. 26 წლის მამაკაცი, რომელიც ტოიოტა ლენდ კრუიზერს მართავდა, ფორს მაჟორულ სიტუიაციაში არ დაიბნა და ზებრაზე მშვიდად გადასვლის საშუალება მისცა 72 წლის თინა კ.-ს. შემთხვევა დღეს დილით, არაყიშვილის ქუჩაზე მოხდა.

"დილით მანქანას მოვახტი და ძაან მეჩქარებოდა, მარა რო დავინახე ეს ბებო როგორ მოდიოდა და მაწონი თუ რაღაც მოჰქონდა და პახოდუ ამის გზა იყო, ვიფიქრე რა პონტიში-მეთქი. მანქანა გავაჩერე და დაველოდე სანამ გაივლიდა, მერე კიდევ დავიძარი და ნუ სამსახურშიც მივასწარი. თურმე არ ყოფილა რთული " - აცხადებს მაჩო კულტურის წარმომადგენელი.

არანაკლებ გაკვირვებული იყო ბებოც, რომელიც თითქმის ყოველ დილით ეჩეხებოდა მამაკაცს, რომელიც ცდილობდა როგორმე მანქანით დაჯახებოდა და უბრალოდ სწრაფად გაევლო.

ფსიქოლოგები და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ერის განწყობაში რადიკალურ ცვლილებებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ დღეს 11:00 საათიდან საქართველო ევროპაა.

კომენტარები