ქართველი ბაბულიკის თქმით, არასამართლიანად უტრაკებენ

23,787 ნახვა 9 სგ
9 სგ

თბილისი - ქართველი ბაბულიკი, რომელიც დღეს დილიდან საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, ამბობს, რომ მის მიმართ აგორებული ბიძნური კამპანია საფუძველს მოკლებულია. 

"ბაზარი არაა, ტო დავაყენე, მარა მოსულა რა, ძმაკაცი მყავს ინვალიდი!" - განაცხადა მან. მისი თქმით, შშმ პირებთან შუტკა გახსნილი აქვს და სწორედ მათგან აიღო ნებართვაც, რომ რომელ პანდუსზეც "მოეხოშება" იმაზე დააყენოს მანქანა. "ეხა, მამენტ მაგათ რად უნდათ ეს პანდუსები? ეგენიც სულ ქუჩაში არ იყვნენ ჩემსავით ტო! ძაღლივით ენა გადმოგდებული დავრბივარ, სიმონ, რო ორი კაპიკი ვიშოვო და ისევ ჩემს ძმაკაცებს და ჩემს ძმებს და ჩემს დაიკოებს მოვახმარო, რა!" 

მძღოლის თქმით, მას ადამიანებთან და გაჭირვებულებთან ურთიერთობა არ ეშლება. "სადღეგრძელოს სულ ვამბობ ხოლმე ძმაო, ყველა გაჭირვებულისას და სუპერმარკეტში ხურდას იმ ყუთებში ვყრი ხოლმე და რავი, ძმაო, მონასტერის აშენებაზე ფული არ დამნანებია და კაცობა მე არ შემშლია და რისი გულისთვის მიტრაკებთ ტო? რაღაცა პანდუსების დედას არ შევეცი?" - რიტორიკულად იკითხა მან. 

ბაბულიკის განცხადებით, იმ დროს, იმ კიბეებზე ვინმეს რომ მონდომებოდა ასვლა ან ჩამოსვლა აუცილებლად დაეხმარებოდა. "ადამიანები არ ვართ ტო? ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, ძმაო. მე მანქანის გაჩერება მინდა, შენ კიბეზე ასვლა, მოდი მე აგიყვან, შენ გამაჩერებინე რა და ორივემ ვიხეიროთ მაგის დედას შევეცი, ტო!" დასძინა მან. 

კომენტარები