პიკასოს „ლურჯი ოთახის“ ქვეშ აღმოჩენილ სხვა ნამუშევარზე ქართული ხელმოწერაა

8,149 ნახვა 1 სგ
1 სგ

ვაშინგტონი - დადასტურდა დიდი ხნის ეჭვი -  პიკასოს ნახატის „ლურჯი ოთახის“ ქვეშ რესტავრატორებმა კიდევ ერთი ნამუშევარი აღმოაჩინეს. გასულ კვირას გაუმჯობესებული ტექნოლოგიის საშუალებით მთელი ნახატი გამოჩნდა - წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ხელზე სამი ბეჭედი უკეთია.

აღმოჩენამ რესტავრატორები საგონებელში ჩააგდო, რადგანაც ინფრაწითელი სხივების გამოყენებით ავტორის ხელმოწერის გარჩევაც გახდა შესაძლებელი. ტილოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ქართულ ენაზე შესრულებული ხელმოწერა - ი. ღარიბაშვილი აშკარად ავტორს არ ეკუთვნის. მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ხელმოწერა.

ამ აღმოჩენას ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით ბაბუამისი, ივლიანე ღარიბაშვილი და პაბლო პიკასო მეგობრობდნენ და სრულიად შესაძლებელია, რომ ბაბუამისმა ხუმრობით პიკასოს ნახატს ხელი მოაწერა.

"როგორ გგონიათ, რატომ მიყვარს ასე ძალიან ხელის მოწერა? ამით ძალიან ვგავარ ბაბუას, მასაც ძალიან უყვარდა საკუთარი ინიციალების არასაჭირო ადგილებში დატოვება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ ხელმოწერა საკმაოდ დიდი ზომისაა და ტილოს 6 %-ს ფარავს. ამ ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან გახარებული და ამაყია, რადგან გამოდის რომ ბაბუამისმა ნახატის 6 % დახატა.

კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. მისი განცხადებით ისიც ძალიან გახარებულია, რადგან ჯერ ერთი რამე საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის საშუალება მიეცა და მეორეც, ნახატი მას ძალიან ჰგავს.

კომენტარები