თბილისი - ქართველ თინეიჯერ რეპერსა და ფეისბუქზე მოღვაწე გოგო-ადმინს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე "აუ, ძაან მაგარი რამეები და რამე რააა"-ზე მოხდა. ხსენებული პეიჯის გოგო-ადმინმა #დუშკამ გვერდის თაიმლაინზე ერთ-ერთი ქართველი რეპერის სიმღერა დააშეარა კომენტარით: "აუუუუ, ამ ქართველმა რეპერებმა ხო შეგჭამეს რა. რეებზე მღერიან ვაბშე. რა იციან ამათმა ცხოვრება, გეგონება ბევრი რამე აქვთ გადატანილი."
სიმღერაში, რომლის ტექსტშიც თინეიჯერი ქართველი რეპერი ცხოვრების სირთულეებზე და მის ეგზისტენციალურ ბრძოლებზე მოგვითხრობს, ხშირად ისმის ფრაზები: "Yo, მომიტევე უფალ'ო!" "დამღალა ცხოვრებამ, 18 წლის ბიჭი. ვერ ვიყენებ ცხოვრებაში, რაც მერგო ნიჭი" და სხვ. დაშეარების შემდეგ, სიმღერის ავტორმა #დუშკას რამდენიმე კომენტარი დაუტოვა.
"შენ რა იცი მე რა გადავიტანე გოგო! საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან ბრძოლაში ლამისაა სული გამძვრეს, აბა შენ ხარ გამოცდილი? 15 წლის დებილი გოგო ხარ და 24 საათი რაღაც სევდიან ფოტოებს დებ პეიჯზე, შე ყლექალა!" - წერს ქართველი რეპერი.
საერთო თინეიჯერულ დისკუსიაში, რომელშიც ძირითადად ის განიხილებოდა ვის უფრო უჭირს ცხოვრების ამაოებაში გზის გაკვალვა, ერთ-ერთი ქართველი პენსიონერი ტარიელ ზ.-ც ჩაერია, რომელმაც ვრცელი კომენტარით წერტილი დაუსვა ბავშვების კამათს, 15 წლის ადმინის მოღვაწეობასა და ქართველი რეპერის კარიერას.
ჩიტი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ კომენტარს: