სასწრაფოდ: შსს-მ რუსთავი 2-ის თვალთვალში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

13,726 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა, რამდენიმე წუთის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დამონტაჟებული ფარული კამერებისა და მოსასმენი აპარატურის საქმეზე ეჭვმიტინილი პირი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11:00 სთ.-ზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც საზოგადოებას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მიმდინარე ფარული ჩაწერების შესახებ შეატყობინეს. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, ტელეკომპანიას შსს-დან წყარო დაუკავშირდა და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. 

პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპასუხო ბრიფინგის გარეშე დაიწყო გამოძიება და დამნაშავე მალევე იქნა დაკავებული. 

როგორც შსს-ს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი იუწყება, დაკავებულია ვინმე გიო მშვენიერაძე, რომელიც მანამდეც ყოფილა შემჩნეული ფარული მოსმენებისა და ვიდეო გადაღებების წარმოებაში. "აღნიშნულმა პირი მანამდეც გახლდათ შემჩნეული მსგავს ინციდენტში. მან ერთი კვირის წინ დეპუტატი ცოტნე ცოტაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება შეძლო, რის შედეგადაც პარლამენტის წევრის დაშანტაჟებასა და მისთვის ფულის გამოძალვას შეეცადა." - განაცხადა გიორგობიანმა ჩიტთან სატელეფონო საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა შსს-მ და გიორგობიანმა, რომ გიო მშვენიერაძე და ცოტნე ცოტაშვილი გამოგონილი პერსონაჟები არიან, პრეს-სპიკერმა შემდეგი პასუხი გაგვცა: "რა ვიცი გენაცვალე, მაგ ტელევიზიაში რა სიმართლე და რა ტყუილია მე ვერ გავიგე. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია და დავაკავეთ ეს პიროვნება და დანარჩენს გამოძიება დაადგენს."  

კომენტარები