ფეხბურთის ფედერაცია ხუმარა ფეხბურთელს სასტიკად დასჯის

6,529 ნახვა 6 სგ
6 სგ

თბილისი - ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც თავი სტამბოლის აეროპორტში ბომბის შესახებ ხუმრობით გამოიჩინა, ფეხბურთის ფედერაცია სასტიკად დასჯის. 

როგორც ჩიტმა გაარკვია, ახალგაზრდას ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა, მაგრამ საკუთარ თავს გამოუტყდა, იმ დონის მაგარი ფეხბურთელი ვერ იყო, როგორც სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებმაც მცირე ასაკში გამოიჩინეს თავი და გადაწყვიტა ჰეროსტრატეს მეთოდით გამოეჩინა თავი. თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის არ გასაჯაროვდა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფეხბურთელის გვარი საერთოდ არ გახმაურდება, არასდროს. მის მაისურზე გვარის ნაცვლად მუდმივად ცარიელი ადგილი იქნება და შესაძლებელია "თქვენი რეკლამის ადგილიც" კი წააწერონ, თუ ფედერაციის საიტის თინეიჯერმა ადმინმა, რომელიც მანამდე "ვარეზნიკის" ადმინი იყო, თავისი გაიტანა.

უცნობი ფეხბურთელის თქმით, ის მანამდე უფრო ჰუმანური მეთოდებით ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ არ გამოსდიოდა. "თამაშისას რამდენჯერმე მივეცი მეტოქეს კუჭის თავში ნასოკი, მარა არ გაითიშა ის დედამოტყნული, მერე რო ენა ამომეღო მისთვის ან ხელოვნური სუნთქვა გამეკეთებინა." - დანანებით დასძინა მან.  

კომენტარები