ჩიტს ექსკლუზიურმა შემოქმედებითმა წყარომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მრავალსერიანი მხატვრული ფილმის "9+1"-ის პირველი სერიის სცენარი მოაწოდა. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ სცენარს:
ინსტრუქცია ჩიტისგან:
ფრჩხილებში () ჩაწერილი ტექსტი რეჟისორისა და სცენარისტის კომენტარებია.
კვადრატულ ფრჩხილებში [ ] ჩაწერილი ტექსტი სცენის აღწერაა.
------------
მიშა ანთოლდი (ეს სერიის სათაურია ბატონო ბიძინა. გ. ხაინდრავა)
სცენა #1
[მიშა ზის თავის კაბინეტში და ფანჯრიდან გაჰყურებს თბილისს. ფანჯრები ვარდისფერია (ეს სიმბოლიზმია ბატონო ბიძინა, რეალობის აღქმა რო არ ქონდა მაგ პონტში). სახეზე აწერია, რომ ხალხის ბედი არ ადარდებს (პირდაპირ არ აწერია ბატონო ბიძინა, ექსპრესიით უნდა გამოხატოს მსახიობმა, მაგრამ თქვენ თუ გინდათ მივაწერთ შუბლზე ფლომასტერით). შემოდის სანდრა, რომელსაც ხელში უჭირავს წიგნი. მაყურებელი ჯერ ვერ ხედავს რა წიგნია.]
სანდრა: მიშა, როგორ ხარ?
მიშა: მე რა მიჭირს, ხალხმა იკითხოს! [ორივე იცინის]. რა ქენი ჩემი საყვარელო მეუღლევ, გაყიდე ის ორგანოები შავ ბაზარზე?
სანდრა: ყველაფერი გავყიდე, მხოლოდ პროსტატის ჯირკვალი დავიტოვე და გავყინე. თუ კიდევ შეგაწუხებს გადაინერგე, ძალიან ჯანმრთელი მამაკაცის იყო.
მიშა: ო, რა საუკეთესო ცოლი ხარ. ეს რა გიჭირავს ხელში? კარაბადინია თუ რამე რიტუალების წიგნი?
სანდრა: ეს "სკოტნი დვორია!" იმან გამოგიგზავნა! [ფანჯარაში ბიზნესცენტრისკენ ანიშნებს (ანუ თქვენკენ ბატონო ბიძინა). ფანჯრის იმ ადგილას სადაც ბიზნესცენტრია წრეებია დახატული, როგორც სასროლი მიზანი და ერთი ცალი ის აქს მირტყმული, რო ეკრობა თოფის ტყვია ეგა]
მიშა: რა ჯანდაბაა ეს?
სანდრა: არ ვიცი, რაღაცა ცხოველებზეა. შეიძლება თავის ზოოპარკზე დაწერა წიგნი და ახლა უნდა რო გაგაცნოს.
მიშა: რა შემჭამა ამ კაცმა რა. დავურეკავ ხვალ და ვეტყვი, რომ ძალიან მომწონს ზებრა როგორც აქვს აღწერილი.
სანდრა: რა ჭკვიანი ხარ, ჩემო ხელმწიფევ! (აქ მის მანიაგრანდიოზიას გავუსვამთ ხაზს, ბატონო ბიძინა) დღე საღამოს რომელი ხარჭა შემოგიყვანო? ოღონდ ის არ გამაგონო, მერე მღერის ხოლმე და ვერ ვიძინებ! (ამით ხალხს დავანახებთ, რომ სანდრაც მასსავით გარყვნილი იყო და მარტო ორგანოებით კი არ ვაჭრობდა მთლიანად ჩაფლული იყო მიშას მორევში. თორემ ქალბატონ ეკაზე და ნუნუკაზე უფრო მეტად უყვარს ხალხს ეგ ქალბატონი, ბატონო ბიძინა).
მიშა: დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო, მაგრამ დღეს ვინმე ახალი მინდა, ჩემი დაცვის ბიჭები გავაგზავნე, ვინმეს ლამაზი ცოლი თუ ეყოლება აახევენ და მომითრევენ მე!
სანდრა: [ტუჩზე იკბენს] რა მამაკაცური ხარ, ვგიჟდები შენზე.
სცენა #2
[ზურა ადეიშვილი და ვანო თამაშობენ ჭადრაკს. ოღონდ ნამდვილი ადამიანებით, იმას პროკურორები უდგას თავის მხარეს და ამას პოლიციელები. (ესეც სიმბოლიზმია, ბატონო ბიძინა და ამით დავანახებთ, რომ პოლიცია და პროკურატურა მათ ხელში იარაღი იყო და მარიონეტებად იყენებდნენ!) შემოდის ბაჩო ახალაია].
ბაჩო: თქვენი ჰარიპოტერი კეთილები მოვტყან, რა დღეში ხართ?! (გინება აუცილებელია ბატონო ბიძინა, ხალხს უზრდელობა არ სიამოვნებს, ხომ იცით).
ვანო: არ ვიცი, არ ვიცი, ვდგავართ ასე და ვუყურებთ ორი საათია, ვერ ერთი სვლას ვერ ვაკეთებთ, ერთმანეთს ხო არ მოვუგებთ კაცო, თანაგუნდელები არ ვართ? ზურა! [ყვირის. ადეიშვილი იხედება.] მოდი არ გვინდა რა, მე ახლა ამთ გავუშვებ, ვინმეს რამე ჩაუდონ და შენებმა გაასამართლონ მერე. ჰა? [ადეიშვილი თავს უქნევს, ხელში იღებს დოსტოიევსკის "დანაშაულს და სასჯელს" და გადის ავანსცენიდან]
ბაჩო: როგორ ხარ ვანო?
ვანო: შენ აქ რატომ ხარ? მე და შენ ხო დაპირისპირებული მხარეები ვართ?
ბაჩო: ა, ჰო! [ბაჩო გადის!] (ეს მარტივი დრამატურგიული ხრიკია, ბატონო ბიძინა, შიდა სახელისუფლებო ინტრიგა წამოიწევს და ხალხი დაინახავს, რომ არც ერთმანეთში იყვნენ მყარად! ეს უჯიშოები!)
სცენა #3
[ბიძინა ივანიშვილი (ანუ თქვენ, ბატონო ბიძინა) ზის თავის ოთახში, ოთახი სადადაა მოწყობილი, აშკარად ეტყობა ფენ-შუის მცოდნე ადამიანის ხელი, იქვე დევს ხალიჩა იოგასათვის და სტაფილო - წვენსაწურთან ერთად. ბიძინა ივანიშვილი ჩაფიქრებულია. უცებ ის ფიქრებიდან გამოერკვევა და სტაფილოსა და წვენსაწურისკენ მიდის. ოთახში შემოდის ქალბატონი ეკა].
ეკა: რას შვები, ჩემი სიხარულის ნაგლეჯო?
ბიძინა: ამ ნადვილი ქართული სტაფილოსგან, რომელიც ქართველმა გლეხმა მოიყვანა და ქართული სოფლისმეურნეობის სიცოცხლის უნარიანობა დაამტკიცა, ვიკეთებ უგემრიელეს წვენს, რომელიც ჩემს სხეულს კიდევ უფრო გააჯანსაღებს, ვინაიდან ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ჩემო სათნოების ნაკვესო!
ეკა: დაჯდექი, ჩემო ბედნიერების ნათებავ, მე დაგიწურავ ამ წვენს.
ბიძინა: ო, რას კადრულობ, ჩემო სიკეთის განსახიერებავ, მე ხომ იცი გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, ჰომ გაგიგია, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია! ჩემო თამარო, ჩემო ქეთევანო, ჩემო მერი!
ეკა: ო, შენ ვეფხისტყაოსანიც როგორ გცოდნია, ჩემო ჭკუის კოლოფო და გულის საგანძურო!
ბიძინა: მადლობა, ჩემო თინათინო! [ბიძინა იღებს წვენს, რომელიც თავისი ხელით დაწურა და ჯდება სავარძელში. იღებს ტელეფონს და იწყებს რეკვას!]
ეკა: ვის ურეკავ ჩემო ყველაზე მზრუნველო?
ბიძინა: მიშას, ჩემო ყურადღებიანო, მიშას, მაინტერესებს შენ მიერ შერჩეული წიგნი თუ წაიკითხა!
ეკა: ეგ თუ წაიკითხა, ჩემო სულის სხივო, რაღა გვიჭირს მაშინ! (ისა რა ქვია, ბატონო ბიძინა, თუ მოგეჩვენათ, რომ თქვენი და ქალბატონი ეკას მიმართვები ზედმეტია, არ გეხამუშოთ, დამერწმუნეთ, მე წლებია ამ საქმეში ვარ, ბატონო ბიძინა და დრამატურგიურლად ეს საჭიროა, ჩვენა ასე ვკვეთთ თქვენი და ქალბატონი ეკას წრფელ და შეურყვნელ სიყვარულს).
ბიძინა: ალო! ალო! რომელი ხარ? მიშა შენა ხარ? ბიძინა ვარ, ბიძინა! ალო! ალო! fუუ fუუ (ანუ სულს უბერავს ყურმილში, ბატონო ბიძინა) მიშა! გესმის ჩემი? ალო! [უტრიალდება ეკას] არ ესმის ჩემი, საერთოდ არ ესმის!
ეკა: ჰოდა, თუ არ ესმის რა ჩიტსაც დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ!
(ეს სცენა ასე რეჟისორული ოსტატობით სრულდება ბატონო ბიძინა, აქ სიტყვებზე თამაშია, რომ იმ დეგენერატმა თავის დროზე არ გისმინათ, ბატონო ბიძინა!)
სცენა #4
[ღამეა. მიშა, ბაჩო ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ვანო და ჯონ ტეფტი (ეს ამერიკის ელჩი იყო მაშინ, ბატონო ბიძინა, მსუქანი რო იყო, ეგა!) სხედან მიშას კაბინეტში მრგვალ მაგიდასთან. ფარდები ჩამოფარებულია, შუქი ჩამქვრალია, რამდენიმე შავი სანთელი ბჟუტავს. მაგიდაზე დევს დიდი თეთრი ფურცელი, რომელსაც ასოები აწერია. კერამიკულ თეფშზე თითები უწყვიათ ვანოს, ბაჩოს და ადეიშვილს].
მიშა: ჰე, დროზე, ბიჭოოო! [ხავის, აშკარად მთვრალია ან ნარკოტიკები აქვს მიღებული] დროზე სანამ სუშნიაკი დამეწყო!
ბაჩო, ვანო და ადეიშვილი ერთხმად: სულთა მეუფეო, სულთა მეუფეო, გთხოვ გამოიყვანო ნებისმიერი ღირსეული ქართველის სული და მოიყვანო ჩვენთან! ოოო სულთა მეუფეო, გესმის ჩვენი? [თეფში მისრიალებს "კისთან"]
ბაჩო: აქ არის, მიშა, მზად ხარ?
მიშა: ხო! აბა რისთვის ვარ მე აქ!
ვანო: სულთა მეუფეო, სულთა მეუფეო, მოიყვანე ნებისმიერი ღირსეული ქართველი სული ჩვენთან? [თეფში ისევ "კისთან" მიდის].
ბაჩო: მიშა, მისტერ ტეფტ, მოვიდა. შეგიძლიათ დაიწყოთ.
[მიშა და ტეფტი დგენიან სკამიდან და თეფშზე იწყებენ ფურთხებას]
მიშა: ჰაჰაჰაჰა, მისტერ ტეფტ, ხო ჩავაფრუთხეთ ქართველს სულს, ხა? ბაჩო, გადაუთარგმნე ამ დედამოტყნულს! [ბაჩო უთარგმნის. ტეფტი სიამოვნებით იღიმის]. ვსიო! გააჯვით აქედან, ახალი ბოზი მყავს დღეს და არ მჭირდებით აქ სანთლის დამჭერებად!
[ყველანი გამოდიან. ბაჩო, ადეიშვილი და ვანო დერეფანში დაგანან]
ბაჩო: დიდხანს უნდა ვატყუოთ ამ ჩემისას ეს სულებში ჩაფურთხება?
ვანო: ო, რა გინდა უსწორდება თავის პონტში, შენ არ გისწორდება, ძმობას გაფიცებ?
ბაჩო: ხო, რავი, მამენტ კი.
ვანო: ხოდა, ვსიო რა. არა ზურა? [ზურა თავს აქნევს თანხმობის ნიშნად]
(ასე მთავრდება პირველი სერია, ბატონო ბიძინა! მძიმედ! და ჩემი იდეაა, რომ სულ 4-4 სცენა იყოს ბატონო ბიძინა, რომ 5 მაინც მაგათი ციფრია და 41-ს კიდე ვერ გაქვაჩავ რა, დედას გეფიცებით!)