ბრიტანელმა მეცნიერებმა სენსაციური დასკვნა გამოაქვეყნეს

9,804 ნახვა 3 სგ
3 სგ

ბრიტანეთი - ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი სენსაციური დასკვნა დადეს, რომელმაც მსოფლიო შეძრა. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველა ადამიანი, რომელსაც გაზეთი "ასავალ-დასავალი" არ ევასება მიშისტი არ არის. შოკის მომგვრელი ინფორმაცია რამდენიმე წამში მოედო მსოფლიოს და კაცობრიობის ისტორიაში, მონობის გაუქმების შემდეგ, ღირებულებათა ყველაზე დიდი გადაფასების პროცესი დაიწყო. 

მეცნიერთა ჯგუფი მთელი მსოფლიოდან შერჩეულ 1200 ადამიანს თვეების განმავლობაში აკვირდებოდა. დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ ადამიანს რეზო ამაშუკელის, გიორგი გიგაურის, ჯაბა ხუბუასა და სხვათა ფაშისტური აზრები არ მოსწონდეთ, საჭიროა მხოლოდ საღი აზრი. 

"ძალიან ბევრ ადამიანს აქამდე ეგონა, რომ გაზეთი ასავალ-დასავალი მხოლოდ მიშისტებს არ მოსწონდათ. იმათაც კი, ვინც საკუთარ თავს მიშისტად არ თვლიდა ეჭვი ეპარებოდათ საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციაში. მარტივად რომ გითხრათ, ასავალ-დასავალის არ მოწონება ბისექსუალობასავით არის - ოღონდ პირიქით, არც ის მოგწონს და არც ეს და რაღაც მომენტებში ირევი. ამ დასკვნის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ განთავისუფლდება მიშიზმის კომპლექსიდან და გაცილებით თავისუფლად ისუნქთებს ყველა." - განაცხადა ჯონათან თრუმ.

მეცნიერთა დასკვნის საპასუხოდ ახალი ლექსი დაწერა "ასავალ-დასავალის" რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა. ჩიტი ლექსს უცვლელად გთავაზობთ:

მიშას ფულზე გაყიდულო,
სამარცხვინო ატომებო,
ცრუ კვლევებს ნუ აწარმოებთ,
ჯენტლმენებო, ბატონებო!

შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდათ,
რომ აღარ გაქვთ მორალია,
იმიტომაც მიდის თქვენგან,
გამოგეყოთ შოტლანდია!

ჩვენ უფალმა მოგვაბარა
უწმინდესი ბასტიონი,
თქვენ კი უღირსად მოგიგდოთ,
ნისლიანი ალბიონი!

ერო ჩემო! კანტერბერის კარიბჭესთან გამოდი!

კომენტარები