ნაპოვნია მანქანა უაზრო სანომრე ნიშნებით

24,835 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - გუშინ,თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში, სკოლის წინ მდგარი რამდენიმე ახალგაზრდა ბოლო დროს პოპულარული გასართობით, მანქანების ახალ სანომრე ნიშნებზე ღადაობით იქცევდა თავს. რა დროსაც ჩამოიარა ოპელ სედანმა, სანომრე ნიშნებით – LZ-417-AV. აღნიშნულმა სერიამ ახალგაზრდები დააბნია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგარდათაგან ყველაზე კრეატიულმა და ენაკვიმატმაც კი ვერ მოახერხა ეს კომბინაცია გაეშიფრა.საბოლოოდ კი ბიჭები შეთანხმდნენ,რომ ნომერზე ავტორის "სათქმელი არ იკითხებოდა" და სანომრე ნიშნები ლარს ფონ ტრიერის ბოლო ფილმებს შეადარეს, რომლებშიც დაბერებული რეჟისორის სათქმელის ამოკითხვა მის ყველაზე გადამკვდარ ფანებსაც კი უჭირთ. 

ახალგაზრდების მაფრუსტრირებელი მოვლენის განხილვაში მოგვიანებით ფეისბუქ საზოგადოებაც ჩაერთო. ბევრი იუზერი ამტკიცებს, რომ ნომერი მანქანის პატრონის შვილების სახელების ერთიანობაა (ლიზა, ზაზა, ანი, ვახო). ზოგი უფრო შორს წავიდა და ირწმუნება, რომ ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.

აღნიშნულ დისკუსიას წერტილი დაუსვა თვითონ მანქანის პატრონმა, რომლის განცხადებითაც, ეს ნომრები არაფერს ნიშნავს და უბრალოდ აიღო, რაძი კაიფა.

აღნიშნული განცხადების ავთენტურობას და შემდგომში ნომრის რეალურ შინაარსს დაადგენს უწყებათაშორისი კომისია თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით. 

კომენტარები