შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის თემის შეფასების ახალ სისტემას ნერგავს. ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი მიდგომა საგამოცდო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და ობიექტურს გახდის.