ქართველთა მარში და ჩხუბი პარლამენტში

3,484 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 27 სექტემბერი – დღეს დედაქალაქში საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. გუბაზ სანიკიძის “ქართველთა მარშმა” კრახი განიცადა; აქციაზე სანიკიძის გარდა მხოლოდ რობერტ სტურუა მივიდა. მასშტაბური მსვლელობა “ვარდების მოედანზე” დაიწყო და ტრადიციულად სამების ეკლესიისკენ დაიძრა.

აქციის პარალელურად საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც ერთმანეთს პეტრე მამრაძე და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ჩხუბი მამრაძის განცხადებას მოჰყვა, მან მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წამოწეყბაში დაადანაშაულა. მამრაძეს ცნობილი მოკრივე და შეთავსებით პოლიტიკოსი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა – მუშტებით. ჩხუბში რამდენიმე დეპუტატი ჩაერია და სიტუაცია განიმუხტა. მოგვიანებით, რამდენიმე ექსპერტმა მამრაძის ქცევის ანალიზი გააკეთა. მათი განცხადებით, ეჭვები მამრაძის “კიბორგუბიცობაზე” გამართლდა.
“როდესაც ბობოხიძე თავის განთქმულ მუშტს უქნევდა, მამრაძე გაუნძრევლად იდგა, არც სახის მიმიკა შეცვლია. აშკარაა რომ ეს კაცი რობოტი და ‘კიბორგუბიცაა,’ მისი არაადამიანურ ქცევებიც სწორედ ამით აიხსნება.” – განაცხადა ალექსანდრე როდნელმა. ექსპერტის თქმით, მამრაძე ჯერ არ არის ბოლომდე გააქტიურებული და თუ რუსებმა ის ფატალ დონეზე გაუშვეს, “მაგრად დაგვენძრევა.”

კომენტარები