"ჩემი ცოლის დაქალები" ახალი სეზონიდან მეცხრე არხზე გავა

11,579 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 5 აგვისტო - პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი სეზონიდან ტელეკომპანია მეცხრე არზე გავა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილას გახდა ცნობილი. როგორც სერიალის შემქმნელები აცხადებენ, გუშინ, სეზონის დასრულების შემდეგ მათ კახა ბექაური დაუკავშირდა, რომელმაც სერიალზე სრული უფლებების შეძენის სურვილი გამოთქვა. კონტრაქტს გუშინ გვიან ღამითვე მოეწერა ხელი.

ჩიტის ინფორმაციით, მეცხრე არხმა სერიალის მხოლოდ სათაური და ფაბულა შეიძინა, სამსახიობო დასი და სცენარისტები კი რუსთავი 2-ში რჩებიან.

ახალი სეზონიდან "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი, სცენარისტი, Back voice-ების გამხოვანებელი და ასეშემდეგი შალვა რამიშვილი იქნება. შინაარსი მთლიანად ეკატერინე ხვედელიძის და მისი დაქალების, ეკა ბესელიასა და თინათინ ხიდაშელის ცხოვრებისეული დეტალებით იქნება გამდიდრებული. ცნობილია, რომ ეკატერინე ხვედელიძის პროტოტიპის როლს ნინელი ჭანკვეტაძე შეასრულებს. პროექტის რეჟისორი ქეთი დოლიძე იქნება.

ქართველი კინომცოდნე მიშა თავხელიძე აცხადებს, რომ ქეთი დოლიძისთვის ამ პროექტში ჩართვა დიდი კარიერული წინსვლაა, "მას უკვე თამამად შეუძლია იყვიროს 'ნანახი გაქვს ჩემი "ჩემი ცოლის დაქალები?"' ეს კი ძალიან დიდი მოვლენაა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში" - განაცხადა ექსპერტმა.

სერიალის შესახებ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით კატოს პერსონაჟს ეკა ბესელიას მოარგებენ, ხოლო თინა თინადვე დარჩება.

სერიალის საუნდტრეკზე მუშაობა უკვე დაიწყო "Georgian Dream Studio-ში." ბერას განცხადებით ამ სერიალის მეშვეობით ძალიან ბევრ ადამიანს აუხდება "ქართული ოცნება" და თუ როგორ, ამას მომავალი სეზონიდან ვნახავთ.

კომენტარები