საქართველოში ობამას კლუბები გაიხსნება

4,554 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 19 იანვარი - მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში პუტინის კლუბები გაიხსნება, აშშ-ს საელჩო საქართველოში ახალი ინიციატივით გამოვიდა. ჯონ ბასის განცხადებით, თბილსში, ბათუმში, ქუთაისსა და ლაზიკაში ბარაკ ობამას კლუბები გაიხსნება. "თუ სომხეთში პუტინის იდეოლოგიას გაავრცელებენ, ჩვენ საქართველოში ობამურ გართობას დავნერგავთ." - განაცხადა ბასმა.

ასეთივე კლუბი შესაძლებელია ვალერია ნოვოდვორსკაიამაც გახსნას და ქართველ ახალგაზრდებს რუსი ლიბერალი გოგონები გააცნოს, რათა მათ ერთად იზურონონ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ნოვოდვორსკაიას ამ იდეას ოლეგ პანფილოვიც გამოეხმაურა და ირონიულად დასძინა: "სად იყავით თქვენ, მე რო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ფლავით ვალაგებდი, ყოველ 'პანფილობაზეო.'"

ობამას კლუბების გახსნის ეტაპი 23 იანვარს დაიწყება თემქის მესამე მიკრორაიონში ერთ-ერთ სტადიონზე ობამას ძეგლის გახსნით. საარჩევნოდ აშენებულ კალათურთის მოედანზე, ობამას ძეგლს ერთ-ერთ ფარზე ჩამოკიდებენ, რითაც მის საკალათბურთო წარსულს გაუსვამენ ხაზს. გიგი უგულავას განცხადებით, დამთავრდა საქართველოში ისეთი რუსეთუმე-პუტინისტური სპროტის ჰეგემონია, როგორიც ძიუდოა და ახლა მთელი ერი კალათბურთზე უნდა გადავიდეს. გარდა ამისა, ქალაქის მერია გეგმავს ბუშის ქუჩას სახელი გადაარქვას და ობამას ქუჩა უწოდოს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და აშშ-ს საელჩო საქართველოში უკვე იღებენ განაცხადებს ობამას კლუბში გაწევრიანებაზე. მსურველებს შეგიძლიათ შებრძანდეთ აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე Facebook-ზე - http://www.facebook.com/tbilisi.usembassy - და ინგლისურ ენაზე დატოვოთ თქვენი მონაცემები და რამდეინმე წინადადებით მოუთხროთ კლუბის მესვეურებს რატომ გნებავთ ამ კლუბში გაწევრიანება. იგივეს გაკეთება ქართულ ენაზე შეგიძლიათ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გვერდზე: http://www.facebook.com/sport.youth.georgia

კლუბის წევრების პირველ ნაკადს ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი ვიდეო კონფერენციით ჩაერთვებიან 30 იანვარს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან და მათ სიტყვით მიმართავენ. კლუბის წევრებს ასევე საშუალება ექნებათ მათ შეკითხვები დაუსვან.

კომენტარები