თბილისი, 17 იანვარი - მესტიაში თამარ მეფის ძეგლის დადგმის გამო საპროტესტო აქციებს აგრძელებს ახალგაზრდული მოძრაობა "მოძრაობას ვაკეთებთ". ორგანიზაციის ლიდერი ზაკუნა მერაბის ძე მხარგრძელი საქართველოს პრეზიდენტს გასილაქებით ემუქრება და ამის გამო შიმშილობა დაიწყო.
"თამარ მეფის შეურაცხყოფას ჩვენი გვარის წარმომადგენლები არავის ჰპატიობდნენ. ჩვენი გვარი ამ ტრადიციას მას შემდეგ მისდევს რაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ზაქარია მხარგრძელმა, რუქნადინის ელჩს თამარის შეურაცხყოფისათვის სილა გააწნა". მხარგრძელის განცხადებით, გვარის ყველა თაობის წარმომადგენელს ერთხელ მაინც გაუწნია ვიღაცისთვის სილა. "თუ ისე ხდებოდა, რომ კონკრეტული ადამიანის ცხოვრების პერიოდში თამარს შეურაცხყოფას არავინ მიაყენებდა, მაშინ ჩვენ ვქირაობდით ვინმეს, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებდა დიდ მეფეს და შემდეგ ვასილაქებდით".
ბატონი ზაკუნას განცხადებით, ის ბედნიერია, რომ მოესწრო იმ დღეს როცა გვარის ძირძველი ტრადიცია უნდა გააგრძელოს. "ჩემს ძმას მაგალითად არ გაუმართლა და ამიტომ ის იძულებული იყო ნახალოვკაში ევლო თამარის პორტრეტით და გამვლელებისთვის რაღაც პროვოკაციული შეკითხვები დაესვა".
ზაკუნა მხარგრძელი პრეზიდენტის რეზიდენციასთან აპირებს კარავის დაცემას და მისთვის იქ "დასატკავებას".