დავით ნარმანია თბილისიდან ფალიკურ სიმბოლოებს გააქრობს

6,868 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ამომრჩეველს ახალ დაპირებას აძლევს. ქართული ოცნების წარმომადგენლის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ის განსაკუთრებულ ბრძოლას გამოუცხადებს თბილისურ ფალოიდურ ნაგებობებს. "სააკაშვილის მთავრობა 9 წლის განმავლობაში გვტენიდა ცხვირში ამ ფალოსებს!" დასძინა ნარმანიამ. მისი თქმით, წინა ხელისუფლება ფარული კონსპირაციული გეგმის მიხედვით მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ქალაქში და ზოგადად მთელს ქვეყანაში ბევრი ფალოსის აგების შემდეგ ქართველი მამაკაცების ორიენტაცია ნელ-ნელა ცვლილებას დაიწყებდა და საბოლოო ჯამში მთელი ერი "გაგეიევდებოდა." 

"ჩემი მიზანი და მისიაა ქართველი მამაკაცები ამ საფრთხისგან დავიცვა და დავანგრიო ან ევროპაში გადავიტანო ყველა ასეთი ძეგლი." - განაცხადა ნარმანიამ. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, პირველ რიგში გმირთა მოედანი უნდა გათავისუფლდეს იმ საშინელებისგან. "უამრავი საჩივარია შემოსული, ესტაკადაზე ასვლისას ძალიან ბევრ მძღოლს ძალაუნებურად ეპარება თვალი ამ გიგანტისკენ." 

ნარმანიას ინიციატივას დადებითად აფასებს ცნობილი ქართველი რაინდი და საკუთარ ორიენტაციაში სწორი არჩევანის გამკეთებელი ლევან ვასაძე. მისი თქმით, ძალიან კარგია გმირთა მოედნიდან იმ საცდურის აღება, მაგრამ ნარმანიას არც პატარ-პატარა დეტალები არ უნდა გამორჩეს. "მარჯანიშვილი რო გაარემონტეს და ტროტუარებზე ის პატარ-პატარა ბოძები ჩაარჭეს თქვენ რა გგონიათ რატომაა?" კითხულობს ვასაძე. "მე პირადად, როცა მანდ მივსეირნობ ხოლმე აუტანელი სურვილი მიჩნდება, რომ ჩამოვჯდე და ასეა მთელი ერი." 

დავით ნარმანია ფალოიდური სიმბოლოების აღმოჩენისა და მათი დედაქალაქიდან დროულად გატანის მიზნით ახალ საიტსაც გაუშვებს. http://armindaviyogeibatonodavit.ge ღია ძრავზე იქნება დაფუძნებული და თბილისელებს ფალოიდური სიმბოლოების მისამართები, ფოტოები და შესაბამისად მათი მოშორების შესახებ მოთხოვნების დაპოსტვა შეეძლებათ. 

კომენტარები