ლევან ვასაძემ სექსუალური ორიენტაციის არჩევის საკუთარ მეთოდზე ისაუბრა

18,995 ნახვა 10 სგ
10 სგ

თბილისი - ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე საკუთარი ბრძოლის შესახებ საუბრობს. როგორც ნამდვილი მამაკაცი აცხადებს, მან თავის დროზე ძალიან ადვილად მიიღო გადაწყვეტილება ჰეტეროსექსუალი ყოფილიყო თუ ჰომოსექსუალი. "ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ძალიან ძლიერი და რთული პროცესია, მაგრამ ეს არ არის. მე ძალიან ადვილად გავაკეთე ეს არჩევანი და მინდა ამის შესახებ ყველას მოვუყვე, რათა მათაც ისარგებლონ ჩემი მეთოდით." დასძინა ვასაძემ. 

ბიზნესმენის არჩევანის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მან ტელეკომანია მაესტროში სტუმრობისას ანტი-დისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანის ფერის, რელიგიისა და ეროვნებისგან განსხვავებით სექსუალური ორიენტაცია პირადი არჩევანია და ხელოვნურად აქვს მიკერებული უმცირესობის ცნება. "ეს არის პირადი არჩევანი და არაფერი საერთო ადამიანის ძირითად უფლებებთან არ აქვს." განაცხადა მან ნინო ჟიჟილაშვილთან სტუმრობისას. 

ვასაძის თქმით, როდესაც ის სექსუალური ორიენტაციის არჩევანის წინაშე დადგა ბევრი არ უფრიქია, ჯიბიდან 5 კაპიკიანი ამოიღო და "არიოლ-რეშკაზე" ააგდო. "სამჯერ ავაგდე. არიოლი იყო ჰეტეროობა - რადგან ასეტი არწივისებული ცხვირი მაქვს და რეშკა - ჰომოსექსუალობა. პირველ აგდებაზე რეშკა დაჯდა, მაგრამ შემდეგ ორი ზედიზედ - არიოლი. რა უნდა მექნა, მეც მადლობა გადავუხადე ბედს და მას მერე კაცისკენ არ გამიხედავს." ვასაძემ იქვე აღიარა, რომ ხანდახან წარსული თავს ახსენებს და ვიღაც-ვიღაცებისკენ თვალი ეპარება, მაგრამ მალევე იყვანს თავს ხელში და საბედისწერო მონეტას, რომელიც დღემდე გულის ჯიბით დააქვს, ეფერება ხოლმე.  

"მე დღემდე ვაჟკაცურად ვატარებ ამ ტვირთს, რომელიც ბედმა მარგუნა და რომელიც მე ავირჩიე თავის დროზე და ასე უნდა აირჩიოს ყველამ. მაგრამ ეს თანასწორობა და ლიბერასტობა რო შემოვა საქართველოში და მე რო დავინახო კაცი-კაცს კოცნის, ან აღლუმი ან რამე მსგავსი, ხო შეიძლება, რომ ვეღარ გავუძლო? ის კი არა სპორტის სასახლესთან არ ვყოფილვარ უკვე ათეულობით წელია, რომ მზეჭაბუკის ნატიფმა ტანმა გული არ ამიჩქროლოს." დასძინა ვასაძემ. მისივე თქმით, ჩოხოსნებთან ურთიერთობა ცოტა უჭირს, მაგრამ უძლებს და პირიქით თავის არჩევანში ძლიერდება. 

 

კომენტარები