‘აპლიკაცია’

გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად ახალი აპლიკაცია გაეშვება

თბილისი, 26 იანვარი – გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად აგორებული კამპანია რეალური სივრციდან ვირტუალურშიც აქტიურად გადმოდის და კამპანიის მხარდამჭერები ახალი აპლიკაციის დეველოპმენტზე მუშაობენ.

აპლიკაცია პრობლემის შესახებ “ევეარნესის” აწევას ემსახურება და დაფუძნებულია რეფერალურ სისტემაზე, რომელიც მეგობრების მოწვევას და, შესაბამისად, ლაიქების აგროვებას ემსახურება.

პროგრამა დაფუძნებული იქნება გუდიაშვილის სკვერში გამართულ ცნობილ პერფორმანსზე, როდესაც მეძუძურმა დედამ თავისი რძე გაყიდა და ამით გამოხატა მხარდაჭერა აქციის მიმართ.

აპლიკაციაში შესვლისას, მომხმარებელმა უნდა ჩართოს ვებ-კამერა, ამოიღოს თავისი ძუძუ და გადაუღოს ფოტო. შესაბამისი პროგრამული პროცედურის გავლის შემდეგ, იუზერის ძუძუ დაიპოსტება აპლიკაციის გალერეაში, მიენიჭება უნიკალური კოდი და ლინკი. ამის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება მოიწვიოს თავისი მეგობრები აპლიკაციაში და გალერეაში არსებული ძუძუ მოაწველინოს.

კონკურსის გამარჯვებული და გუდიაშვილის სკვერის მცველის ტიტულის მფლობელი გახდება ის ადამიანი, ვისაც უფრო მეტი მეგობარი მოწველის.

ვირტუალურად მოწველილი რძის საერთო რაოდენობის შესაბამისი ნამდვილი რძე კი გადაეცემა მამაკაცს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სამშობიაროში ეწვია.

ვაკელებისთვის სპეციალური iPhone-აპლიკაცია გამოვა

თბილისი, 20 იანვარი – კომპიუტერული კომპანია Soft Vake ახალ აპლიკაციაზე იწყებს მუშაობას, რომელიც სპეციალურად ვაკელებისთვის იქმნება.

საქართველოში iPhone-ის პოპულარიზაციამ ქართული აპების საჭიროებაც გააჩინა, რასაც კომპანიების გააქტიურება მოჰყვა. Soft Vake-ს ახალი აპლიკაცია LevelProtector ვაკელებს გარეუბნებისგან დაიცავს. პროგრამა GPS-სისტემის ერთგვარი სახეობაა, რომელშიც თბილისის რუკაა ჩატვირთული და, თუ ადამიანი ქალაქის ცენტრს გაცდება და შედარებით გოიმურ უბანს მიუახლოვდება, ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაცია განგაშის ხმას გამოსცემს.

“ჩვენ ქალაქი რამდენიმე სექტორად დავყავით.” – აცხადებს Soft Vake-ს დეველოპერი თემუკა ბურდული. – “ვაკე, საბურთალოს ნაწილი, გმირთა მოედნიდან – დელისამდე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი – ამაღლების ქუჩამდე, ვორონცოვი და პლეხანოვი – სტადიონამდე, მწვანე სექტორს მიეკუთვნება, სადაც არაგოიმების მოძრაობა მათი რეპუტაციისთვის უსაფრთხოა”. ბურდულის თქმით, ნუცუბიძე, ვაჟს კვარტლები და დიდუბე ყვითელ ზონაში მოექცა – ამ სექტორში შესვლისას LevelProtector ინტენსიურ რეჟიმში აფრთხილებს მომხმარებელს რომ ის სახიფათო ზონასთან ძალიან ახლოს არის და ურჩევს რაც შეიძლება მალე დატოვოს ტერიტორია. წითელ ან სახიფათო ზონაში მოექცნენ ვარკეთილი, თემქა, მუხიანი, დიღომი და დიდი დიღომი – ამ ზონაში შესვლისას აპლიკაცია განგაშს ჩართავს და თუ მომხმარებელი 15 წუთში არ დატოვებს ტერიტორიას მის ახლო მეგობარს ან პოლიციას ურეკავს, რათა მოაკითხონ და სასწრაფოდ დაეხმარონ ლოკაციის დატოვებაში.

ვაზისუბანი, გლდანი, ორხევი და ლილო იმ კატეგორიაში შედის, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია, რადგან აპლიკაციის ავტორების აზრით, ნორმალური ადამიანი იქ არ უნდა მიდიოდეს. სწორედ ამიტომ, საზღვრის გადაკვეთისთანავე ტელეფონი ავტოგანადგურების რეჟიმზე გადადის და რამდენიმე წამში ფეთქდება, რის შედეგადაც 5 მეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მფლობელი აეროპორტში მიდის, მან წინასწარ უნდა შეატყობინოს ვენდორ კომპანიას და შეტყობინებას თან დაურთოს ბილეთებისა და ვიზის ასლები, რის შემდეგაც, თვითგანადგურების რეჟიმის დროებითი დეაქტივაცია მოხდება.

Soft Vake მომავალში სხვა აპლიკაციების დეველოპმენტსაც გეგმავს, რომლის საშუალებითაც ყალბი არაგოიმის ამოცნობა იქნება შესაძლებელი და შესაბამისად, ვაკური აქცენტით საუბარით ვეღარავის მოატყუებენ.