ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ნინოს დამტვრევას აპროტესტებს

6,382 ნახვა 1 სგ
1 სგ

როგორც ცნობილია, დღეს ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკების გადატანისას კონსტრუქცია დაზიანდა, კერძოდ კი ნინო დაიმტვრა. აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, კონკრეტულად - ფეისბუქში. სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოში აკრედიტირებული ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფისა და პარტიზანი გოგოების ორგანიზებით პრესკონფერენციაც გაიმართა, ფემინისტებმა ქალზე გახშირებული ძალადობის მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

"ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს მიერ ქალზე ძალადობა, საქართველოში ქალი არის დაჩაგრული, არამხოლოდ ოჯახში, არამედ მის გარეთაც, სამსახურში, ქუჩაში, ბათუმშიც კი. დღეს ნინო დაამტვრიეს, ხვალ რა იქნება, ქართლის დედას ჩამოაგდებენ?! სწორედ ამიტომ გვჭირდება კვოტები პარლამენტში და დროა რეალურად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბაია პატარაიამ.

ფემინისტების ჯგუფი გეგმავს პეტიციის შედგენასაც, სადაც სახელმწიფოს მოსთხოვს ხარვეზების აღიარებას და პოლიტიკის გადახედვას. პეტიციის ტექსტის დასამუშავებლად, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გოგოები პურპურში გაეშურნენ. 

კომენტარები