საპატრიარქო ანანურის კარიბჭის გაფუჭებისთვის პასუხისმგებლობას ემიგრანტებს აკისრებს

9,301 ნახვა 3 სგ
3 სგ

დღეს, სოციალურ ქსელში, რომელსაც ფეისბუქი ჰქვია, მაგრამ ქართველი ჟურნალისტები ჯიუტად "სოციალურ ქსელად მოიხსენიებენ," ანანურის მონასტერის კარიბჭის ფოტო გავრცელდა, რომელშიც გამათბობელი "კარმის" მილებია გაყვანილი. 

აღნიშნულმა ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რის შედეგადაც ფაქტს საპატრიარქოდან გამოეხმაურენ. 

მართლმადიდებლური ეკლესიის სფოუქსმენმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა ემიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოსამსახურეებად მუშაობენ. მისი თქმით, ამ ვანდალიზმის ფესვები სწორედ საკუთარი ფესვების მოკვეთაშია. 

"ეს მილები და კარმები თავისი ნებითა და ხელით არავის დაუმონტაჟებია. მონასტრის მკვიდრებმა ერთ დილას გაიღვიძეს და დახვდათ გახვრეტილი კარიბჭე და დამონატეჟებული კარმები. ხოლო ერთ-ერთ კარმაზე ბატკნის სისხლით ეწერა, 'დაბრუნდნენ ემიგრანტები!' და კასპერის მსგავსი მოჩვენება თუ რვაფეხა გამოისახა." 

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად უკვე მობილიზებულია შესაბამისი რელიგიური ჯგუფი, რომელიც ეცდება კარმების განდევნას მონასტრის კარიბჭიდან, თუმცა ოპერაციის წარმატების დასრულებისთვის ემიგრანტთა უკან დაბრუნება ან მინიმუმ გაფიცვა იქნება საჭირო. "ან ბოლოს და ბოლოს გამოაგზავნონ ფული, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ." განაცხადა ბოტკოველმა. მისი დაძენით, საპატრიარქოს ამჟამად არ აქვს შესაბამისი სახსრები, რადგან 25 000 000, რომელსაც ორგანიზაცია ბიუჯეტიდან იღებს მთლიანად უნდა მოხმარდეს სვეტიცხოვლის კელიებიდან და გალავნებიდან კონდიციონერების მოხსნას. 

კომენტარები