23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში "პროსტა" დადის და არ სწავლობს, დღეს დილას დიდ აღმოჩენამდე მივიდა.
ჩიტს თავად აღმომჩენმა აუწყა, რომ უკვე ორი წელი შესრულდა რაც რამდენიმე გოგონას ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც წერს ფეისბუქზე, ხოლო ისინი არ პასუხობენ.
"ჩემმა ერთმა ძმაკაცმა მითხრა, რო ინტერნეტში დაკერილი გოგო ყავს მოტყნული. მეორემ კიდე მომიყვა, რო ჩემი ძმაკაცის ძმაკაცმა ძაან მაგარი გოგო გაიცნო ინტერნეტითო, პატიოსანი, ოჯახის შვილი და ლამაზიო და ცოლად მოიყვანაო. მთავარია მიზანდასახული და გაბედული იყოო და გოგოები მაგაზე იკერებიანო. ჰოდა, მეც ვწერდი ყოველდღე. მარა დღეს მივხვდი, რომ უთავმოყვარეო ყლე ვარ." - დასძინა 23 წლის ბიჭმა, რომელიც დროზე მიხვდა თავის შეცდომას და მისდა საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე არ გამოყლევებულა.
თავმოყვარეობა ნაპოვნმა ბიჭმა პრეს-კონფერენცია ჩიტის პრესკლუბში გამართა, რომელსაც არავინ ესწრებოდა, რადგან ყველა მედია გამოცემას შესცა, ამა და ამ დღეს პრეს-კონფერენცია მაქვს და იქნებ მოხვიდეთოდა. რა თქმა უნდა, ყველამ მაგრად დაიკიდა.
მისი თქმით, ის ბოლო ორი წელია რამდენიმე გოგოს გამუდმებით ერთ შეკითხვას უსვამს: "როგორ ხარ?" ის კი არ პასუხობს.
"სიმართლე რო ვთქვა, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი ეს ბოლო ორი წელი. ცდა ბედის მონახევრეა, ხომ იცით და მეც ვწერდი. ვფიქრობდი, იქნება ბოლოს მიხვდეს, რომ მაგრად მევასება-თქო და ჩემი მიზანდასახულობა და სიჯიუტე დააფასოს-თქო. მაგრამ როგორც დიდი ფიქრის შედეგად დავასკვენი ასეთი ყლე ბიჭები გოგოებს, ძაან მაგრად ჰკიდიათ." - დანანებით დასძინა მან.
აღნიშნული გამონათების შედეგად, ბიჭმა გადაწყვიტა, რომ თუ გოგო ერთხელ არ უპასუხებს, ე.ი. მაგრად კიდია და მასთან არანაირი შანსი არ აქვს, საკუთარ თავს და მასაც პატივი უნდა სცეს და განაგრძოს ძიება.
როგორც ჩიტს გამოყლევებულთა კულუარებიდან აცნობეს, ბიჭი, რომელსაც ჰგონია, რომ "შეყვარებული ეტა ნე სწენა, მე დავკერავ" ფილოსოფიას აწვება, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ ყლეა და იმ გოგოს თავისი შეყვარებული ძალიან უყვარს და მისნაირი სირები არ ევასება და კვლავ აგრძელებს უშედეგო მიმოწერას.