შსს ოჯახური ძალადობის კამპანიის ფარგლებში დებილ გოგოებს გასისხლავს

6,574 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული კამპანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" ახალ ეტაპზე გადადის. როგორც კამპანიის მესვეურები აცხადებენ, პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად დასრულდა, რაც საზოგადოების ინფორმირებასა და პრობლემის ცნობადობის ამაღლებას ეხებოდა. თუმცა სამუშაო პროცესში გამოიკვეთა მოქალაქეთა განსაკუთრებული ჯგუფი, რომელთანაც შსს ცალკე იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფს, კულუარული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კოდური სახელით "დებილი გოგოებით" მოიხსენიებენ. 

როგორც შინაგანმა წყარომ ჩიტთან საუბრისას აღნიშნა, ხსენებული ტიპის გოგოები ყურადღებას ფეისბუქზე და ლექცია-ტრენინგების დროს გამოთქმული აზრების გამო იქცევენ. "ხშირია, როცა რომელიღაც დებილი ფეიჯი დადებს ფოტოს, სადაც "მკაცრი ბიჭის" სიტყვები წერია, მაგალითად - "კლუბში უჩემოდ თუ წახვალ სახეს გაგილეწავ, გოგო!" რაზეც ფეისბუქზე აქტიური გოგონები გულებსა და საყვარლობა სიტყვებს წერენ." აღნიშნული დამოკიდებულების მქონე გოგონებისთვის ოჯახური ძალადობის პრობლემის უკეთ დემონსტრირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ოპერატიულ გამსისხლავთა ჯგუფი, რომელიც დებილ გოგოებს ჭკუას ასწავლის. 

"ჯობია ერთხელ გამოსცადონ ეს ყველაფერი თავიანთ თავებზე, სამაგიეროდ მერე ცხოვრებაში წაადგებათ." განაცხადა ჩიტთან საუბრისას ერთ-ერთმა ოპერ-გამსისხვლელმა და ერთ-ერთ დებილ გოგოს სახეზე კლავიატურა შეალეწა. განსაკუთრებულ სიტუაციებში აღნიშნული ოპერატიული ჯგუფის მუშაკები მთვრალები იქნებიან და ცემასთან ერთად დედის პროჭს აგინებენ თავიანთ აღსაზრდელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს. "ეს გოგოები აღარც მოძალადე ბიჭებზე იოცნებებენ და აღარც სხვა ადამიანზე ძალადობის შემხედვარეები დადუმდებიან. რადგან ხშირია შემთხვევა, რომ როდესაც მეზობელი თავის მეუღლეს ან შვილებს სცემს, კედლის იქით, ვინმე დებილი გოგო ზის ხოლმე და ასეთ ქმარზე ოცნებობს და ნაცემი მეზობელი ქალის შურს." 

კომენტარები