ბიძინა ივანიშვილი კოალიციის შეკრებაზე დასწრებას უარჰყოფს

10,399 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - საქართველოს პირველი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" შეკრებაზე დასწრებას უარჰყოფს. ყოფილი პრემიერის პოლიტ. საბჭოზე ყოფნის შესახებ ცნობები ირაკლი ალასანიამ, ბუკა პეტრიაშვილმა და თინა ხიდაშელმა გაავრცელეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სწორედ ივანიშვილის გამო დასტოვა მან შეკრება, მისმა პარტიამ - კოალიცია. "მე ბიძინასთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ!" დასძინა ალასანიამ. 

ყოფილი თანაგუნდელის ამ განცხადებას პროვოკაცია უწოდა ბიძინა ივანიშვილმა. "არ დავსწრებივარ, უბრალოდ ოთახში შევიხედე ორი წუთით. მეგონა ცოტნეს ან გვანცას ტელევიზორი ხო არ დარჩათ ჩართული, ეს რა ხმები გამოდის იქიდან-თქო და ამათ ჩემს დანახვაზე ელდა ეცათ და გავარდნენ ეგრევე. საბავშვო ბაღია რა!" განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ძალიან გაკვირვებულია, რადგან არ ესმის რატო უკრძალავს ალასანია თავისივე სახლში გადაადგილებას. "ჯერ ხო დაუკითხავად შემობოდიალდნენ! მარა კაი, ირაკლი მაინც ჩემთან ცხოვრობს და მისი სახლიცაა თითქმის და ვეუბნები ხოლმე თუ გინდა თანამშრომლებიც მოიყვანე არ მოგერიდოს-თქო. მაგრამ შე ოჯახ აშენებულო, მეც ნუ შემავიწროვებ რა!" შეშფოთდა იგი. 

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილი დასჯილია, თავისი მეგობრების უზრდელური მოქცევისთვის და ამიტომ შემდეგ 2 სამიტზე გიორგი მარგველაშვილს გაუშვებენ, ხოლო პრემიერმინისტრს მოუწევს გამრავლების ტაბულისა და შუშანიკის საზეპიროების სწავლა. 

"მეორედ აქ არ დავინახო არავინ!" განაცხადა ივანიშვილმა. 

აღნიშნული საკითხის შესასწავლად უწყებათაშორისი კომისიის მოწვევა უნდოდა თინა ხიდაშელს, მაგრამ ბოლოს დაიკიდა. 

კომენტარები