ბერლინი - თბილისის მერი დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდა. ბერლინის მერი კლაუს ვოვერაიტი ნარმანიას გულთბილად დახვდა და გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის შესახებ ბევრი უამბო. მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქრებიც უსახსოვრეს. ნარმანიამ ვოვერაიტს ქართული ჩოხა და ქამარ-ხანჯალი აჩუქა, თუმცა მისი ჩაცმა-გაკეთება მამა ანთიმოზთან მკურნალობის გავლამდე აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ კლაუს ვოვერაიტი გეია, მან 2001 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე გააკეთა ქამინგ-აუთი და ბერლინის პირველი გეი მერი გახდა. სხვადსხვა საჩუქრებთან ერთად ნარმანიამ კოლეგას მამა ანთიმოზის ფეისბუქ პროფილის მისამართი და ტელეფონის ნომერიც გადასცა. "ჰერ კლაუს, მე ვიცი თქვენი პრობლემის შესახებ და მინდა დაგეხმაროთ. მამა ანთიმოზი და სხვა სასულიერო პირებუ უკვე წლებია წარმატებით კურნავენ გეიებს." - განაცხადა ნარმანიამ საერთო პრეს-კონფერენციის დროს. თბილისის მერი ვოვერაიტს განკურნების შემდეგ ქალებში წაყვანასაც შეჰპირდა. "აბა ეგი გინდათ ნემენცებს?" - მიმართა ნარმანიამ გერმანელ საზოგადოებას.
თბილისის მერის ამ რჩევას გონივრული და დროული უწოდა მამა ანთიმოზმა, რომელიც მზად არის ვოვერაიტი სიხარულით მიიღოს და განკურნოს. "თუ ვერ განიკურნება, სულ მაინ კამფს ვურტყავ სიფათში, მაგ ქათამს მაგას!" - დასძინა ანთიმოზმა.
გარდა სულიერ-ჯანდაცვითი საკითხებისა მხარეებმა კულტურულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი ნარმანიამ ვოვერაიტს "იო მა ჰა, იო მა სო"-ს თბილისში ჩამოყვანა სთხოვა.